Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ არის აუცილებელი პოლიტიკა ბინძური იყოს“


ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

საქართველოს მთავრობის გარდა, უახლოეს მომავალში პოლიტიკური გადაჯგუფების ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტი გახდება. „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციიდან გასვლის შემდეგ, საპარლამენტო განლაგებაც შეიცვლება და, სავარაუდოდ, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში, უმცირესობაც დაიშლება. თუმცა ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი, მათ შორის ისიც, შეინარჩუნებს თუ არა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ ათივე წევრს. ჯერჯერობით კი „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები საპარლამენტო თანამდებობებს ინარჩუნებენ და საპარლამენტო პოსტების დატოვებას არ აპირებენ. მათ შორისაა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, რომელსაც ნონა მჭედლიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციურ ფლანგზე გადანაცვლების მიზეზებზე ესაუბრება.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG