საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი უკვე 40 ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფს აქვს შეტანილი. შესაბამისად, ამ დროისათვის უკვე 40-ია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ მზადაა სახელმწიფოს მეთაური გახდეს. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციის ცვლილებების 2010 წლის რედაქცია, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს, პრეზიდენტის საზიანოდ ცვლის. რა უფლებამოსილებები ექნება პრეზიდენტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? ამ თემაზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1