„რა დარტყმა მიაყენა ივანიშვილმა საკუთარ გუნდს?“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ალია“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ კი ვერ დააზარალებდა ისე „ქართულ ოცნებას“, როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გიორგი მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცემს ხმას, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი თანამდებობიდან გადადგომა არამართებულია. “ბიძინა რამდენადაც ძლიერია ბიზნესში, იმდენად სუსტია პოლიტიკაში“ - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილს პირველ ტურში გასვლა გაუჭირდება და ის 52 პროცენტი, რომელსაც სოციალური გამოკითხვები უწერენ, ვერაფერს უშველის, რადგან საზოგადოებაში განწყობა სხვანაირია. ამავე სტატიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დიდი ალბათობით, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
„გარდაბნის საკრებულომ 80-ათასიანი ჯიპი შეიძინა“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, საუბარია იმაზე, აგრძელებენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები რაიონის ბიუჯეტებით პირადი ოცნებების ასრულებას. შესაბამისად, სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარდაბნის რაიონის საკრებულომ ქვემო ქართლის უშიშროებას 79 000 ლარიანი „ტოიოტა“ შეუძინა. „ყველაფერი კანონიერად შევიძინეთ, მაგრამ კანონი ერთია და მორალი მეორე“, -უთხრა გაზეთს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსმა მარინა პირველმა, რომელიც კითხვაზე, მცირებიუჯეტიან რაიონს აქვს თუ არა მსგავსი ფუფუნების შესაძლებლობა, ამბობს, რომ, მისი აზრით, არ აქვს.
„იაშვილის კლინიკის თანამშრომლებს თურქი ინვესტორი სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვს“ - ამ სათაურით კი სტატიას გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ. გაზეთის თანახმად, როგორც ექიმები ამბობენ, საავადმყოფოს ახალი მფლობელის წარმომადგენელი, რომელიც თურქია, მედიკოსებს თურქული ენის შესწავლას აიძულებს. მათი განცხადებით, თექინ ატიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხატების ჩამოხსნის მოთხოვნის ფაქტსაც. „ახალი თაობის“ მიხედვით, ექიმები ამბობენ ასევე, რომ ატიკი ახალგაზრდა ექიმებს კაბინეტში იბარებდა და ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა. ექიმები ლაპარაკობენ იმაზეც, რომ თექინ ატიკი კლინიკაში ხშირად ნასვამ მდგომარეობაში ჩნდებოდა და მათ უმიზეზოდ აყენებდა შეურაცხყოფას. ბავშვთა პედიატრიული კლინიკების ახალი მფლობელის, „უნივერსალ ჰოლდინგ გრუპის“ წარმომადგენელი თექინ ატიკი „ახალ თაობასთან“ საუბარში ექიმების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი მას ძველი მფლობელის ინტერესების გამო უპირისპირდება.
„რატომ იყენებენ პოლიტიკოსები ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“ - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ ამ სტატიაში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება საბჭოთა პერიოდში დაიწყო და იგი საქართველოს მტრებისა და მოღალატეების მიერ მოგონილი ტერმინი იყო. თუმცა დღეს განსხვავებული რეალობაა და ეს საკითხი უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს. კახა კუკავას აზრით, ეს, სულ მცირე, ქართულ-ოსური დიალოგის ფარგლებში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტერმინ „სამაჩაბლოს“ ცალმხრივად გამოყენება ჩვენს პოზიციას ოსებთან უფრო დააშორებს.