ბოლო ერთი წელია, საქართველოში ფასების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2013 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ მინუს 1,6 პროცენტი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, წინა წლის იანვართან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები თითქმის 2 პროცენტით შემცირდა. სწორედ ფასების კლება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის მუშაობის 100 დღის შედეგების შეჯამებისას.
საქართველოში ბოლო სამი თვის მანძილზე სამომხმარებლო ფასების შემცირების ტენდენციის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"საქართველოში დაიწყო და შეამჩნიეთ ბოლო დღეებში და ბოლო კვირებში ფასების შემცირება. მიზეზიც გასაგებია, რატომ მცირდება. ელექტროენერგიის გადასახადი შემცირდა 21-27 პროცენტით, საწვავის ფასი შემცირდა საშუალოდ 10 პროცენტით. გაზის ფასიც შემცირდება უკვე თებერვლიდან და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. დიდი სურვილი გვაქვს და, ალბათ, კიდევ მოვახერხებთ გაზის ფასის შემცირებას. შეინიშნება - მე ციფრები დაწერილი მაქვს და მე თვითონ გავოცდი - ფარმაცევტული პროდუქციის ფასების 30-დან 70 პროცენტამდე შემცირების ტენდენცია".
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, არიან მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფასები არ შეცვლილა, ხოლო მეორე ნაწილი ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირებას აღნიშნავს.
საქართველოში ფასები დინამიკურობით ხასიათდება და მისი ცვლილება მატების ან კლების მიმართულებით ხშირად ხდება. ასე მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან ორი დღის შემდეგ საშუალოდ 8 თეთრით გაიაფდა ნახევარი კილოგრამი პური, ხოლო საწვავის ერთ-ერთმა მსხვილმა დისტრიბუტორმა, კომპანია «ლუკოილმა», დაახლოებით 5 თეთრით გაზარდა საწვავის ფასი. საწვავის ღირებულების გაზრდის მთავარ მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირება დასახელდა. ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი განმარტავს:
"’ლუკოილმა’ მომხმარებელს აქციის ფარგლებში გაუკეთა ფასდაკლება, თუმცა შემდეგ 5 თეთრით გაზარდა და განმარტებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ ფასები მატულობს და მართლა რეალურად არის ფასები გაზრდილი და, აი, ამ გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, მათ მოახდინეს ფასების კორექტირება. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან როდესაც იზრდება პროდუქტის იმპორტი, ეს ახალი იმპორტი მაღალი ფასით შეძენილი პროდუქტია. ის ფასების მატება, რომელიც დაფიქსირდა, იმავე „ლუკოილის“ მაგალითი, ეს არ არის ადეკვატური მატება, რადგან გაცილებით მეტად არის ფასები მომატებული საერთაშორისო ბაზარზე".
ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე საწვავის ფასების შემცირების პროცესი მიმდინარეობდა და ეს დაკავშირებული იყო საერთაშორისო ფასის ცვლილებასთან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, გასული წლის მანძილზე ფასები კლების ტენდენციით ხასიათდებოდა არამარტო ნავთობპროდუქტებზე. ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში დეფლაცია ორ პროცენტზე მეტს შეადგენდა, ახლა კი წლიური დეფლაცია 1.6 პროცენტს შეადგენს. "საქსტატის" ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, იანვრის თვეში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების მცირედი ზრდა აღინიშნა:
"თვე არის ინფლაციური, არის 0,3. მართალია, არ არის მაღალი, მაგრამ შეინიშნება ფასების ზრდა. წლიური ინფლაცია არის მინუს 1, 6, რაც იმას ნიშნავს, რომ არის დეფლაცია. ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს, ის, რომ შარშან მთელი წელი იყო დეფლაციური. გარდა ამისა, წლის ბოლოს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი იმპორტი სამომხმარებლო საქონლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდება გაიზარდა. ბუნებრივია, რომ მიწოდების გაზრდამ გამოიწვია დეფლაცია".
დეფლაციურ პროცესს დადებითად აფასებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი განცხადებით, თუ მონეტარული წესრიგის პირობებში ხდება ფასების შემცირება, ეს ნორმალური პროცესია.
ეკონომიკის ექსპერტების მეორე ნაწილის აზრით კი, ხანგრძლივი დეფლაცია, ისევე როგორც მაღალი ინფლაცია, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. რადიო თავისუფლების არქივში ინახება ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ადრე ეკონომიკის ექსპერტის, შოთა მურღულიას კომენტარი:
”არც დეფლაცია არის კარგი მოვლენა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ თუ ინფლაცია არის ცუდი მოვლენა, მაშინ დეფლაცია არის კარგი. ეს ეგრე არაა, რადგან თუ ქვეყანა ვითარდება, არ არსებობს, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს და ძალიან დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი. ყველამ იცის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციურ მაჩვენებელს იწვევს და უნდა მოხდეს ამის რეგულირება, რომ ინფლაცია ორნიშნა არ იყოს და ძალიან დიდი უკუშედეგი არ გამოიწვიოს. რაც შეეხება დეფლაციას, ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას”.
შოთა მურღულიამ ეს განცხადება გასული წლის პირველი ნახევრის ბოლოს გააკეთა - მაშინ, როდესაც დეფლაციური პროცესი რამდენიმე თვის დაწყებული იყო.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა ზომიერი ინფლაცია - დაახლოებით 5 პროცენტის ფარგლებში.

თვე არის ინფლაციური, არის 0,3. მართალია, არ არის მაღალი, მაგრამ შეინიშნება ფასების ზრდა. წლიური ინფლაცია არის მინუს 1, 6, რაც იმას ნიშნავს, რომ არის დეფლაცია...ზაზა ჭელიძე

რაც შეეხება დეფლაციას, ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას...შოთა მურღულია