Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა მეტროს 23-ე სადგური


მეტროს ახალი სადგური, „უნივერსიტეტი“, დღეიდან მგზავრებს მოემსახურება. ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში მდებარე სადგური 16 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი განახორციელა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 84 მლნ ლარი შეადგინა. მეტროს სადგური ყოველდღიურად 15 000-მდე მგზავრს მოემსახურება. ისევე როგორც დანარჩენი 22 სადგური, არც ახალი სადგურია ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, თუმცა ის მორგებულია უსინათლო ადამიანების საჭიროებებზე.

XS
SM
MD
LG