შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება პრემიერა მხატვრული ფილმისა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ცხოვრებას ეძღვნება. ფილმს, რომელსაც რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ორი წლის განმავლობაში იღებდა, მთავარი როლის შემსრულებელმა, გერმანიის ქალაქ ესენში მოღვაწე მსახიობმა, რეზო ჩხიკვიშვილმა უწოდა საზღვარგარეთის ქართული დიასპორის შემოწირულებებით გადაღებული ფილმი ქართული ემიგრაციის ცხოვრებაზე. ორმაგად სიმბოლურია, რომ ფილმ „ექვთიმე თაყაიშვილის“ დასრულების შესახებ პირველად სწორედ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა შეიტყვეს და ეს მოხდა 26 მაისს, დიასპორისა ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიმართა.ფორუმზე მიწვეული იყო ჩვენი კოლეგა კობა ლიკლიკაძე, რომელმაც თავად მოისმინა მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილის ემოციური გამოსვლა და შემდეგ სახელოვან მსახიობს ინტერვიუც ჩამოართვა.