Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთის გულშემატკივრობიდან - ევრომაიდნის მცველობამდე


ფეხბურთის გულშემატკივრების მიერ ორგა ნიზებული საპროტესტო გამოსვლების რუკა
ფეხბურთის გულშემატკივრების მიერ ორგა ნიზებული საპროტესტო გამოსვლების რუკა
გასულ კვირაში უკრაინაში ევრომაიდნის დემონსტრანტებს უჩვეულო მოკავშირეები გამოუჩნდნენ, ფეხბურთის გულშემატკივრების - იმავე „ულტრების“ - სახით. მათ კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში თავდაცვითი ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რომლებიც დემონსტრანტებს პოლიციისა და „ტიტუშკებად“ ცნობილი მთავრობის მომხრე ხულიგნებისგან დაიცავენ.

ორი წლის წინ ფეხბურთის უკრაინელი ქომაგების ძალადობრივმა რეპუტაციამ ევროპაში ბიძგი მისცა მოწოდებებს „ევრო 2012“-ის ბოიკოტის თაობაზე.

ახლა ე.წ. „ულტრებმა“, როგორც ამ ხულიგნებს აღმოსავლეთ ევროპაში უწოდებენ, შესაძლოა ეს ცუდი რეპუტაცია ნაწილობრივ გამოისყიდონ. ისინი აცხადებენ, რომ ევრომაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს დაეხმარებიან პოლიციისა და ე.წ. „ტიტუშკების“, ანუ მთავრობის მომხრე ხულიგნების, მოგერიებაში. ბევრი ვარაუდობს, რომ „ტიტუშკები“ რეალურად დაფინანსებული ძალაა.
დიდება უკრაინას! და აქვე გავაგრძელებ ფეხბურთის ქომაგების თემას... აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩერკასის „დნეპრის“, ლვოვის „კარპატებისა“ და პოლტავის „ვორსკლას“ გმირ ქომაგებს! ასე იწყება სოლიდარობა. ასე იწყება პატრიოტიზმი!..
ოლეგ ტიაჰნიბოკი

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლეგ ტიაჰნიბოკმა, რომელიც ნაციონალისტურ პარტია „სვობოდას“ ხელმძღვანელობს, 25 იანვრის საღამოს წარმოთქმულ სიტყვაში საჯაროდ შეასხა ხოტბა ფეხბურთის ქომაგებს და დემონსტრაციების დაცვაში მათ მიერ შესრულებულ როლს. ტიაჰნიბოკის გამოსვლის ფონი იყო ოპოზიციის უარი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან პარტნიორობის შეთავაზებაზე:

„დიდება უკრაინას! და აქვე გავაგრძელებ ფეხბურთის ქომაგების თემას... აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩერკასის „დნეპრის“, ლვოვის „კარპატებისა“ და პოლტავის „ვორსკლას“ გმირ ქომაგებს! ასე იწყება სოლიდარობა. ასე იწყება პატრიოტიზმი!“

ფეხბურთის ქომაგთა ასეთმა ტრანსფორმაციამ ბევრი გააკვირვა. აქამდე მათ ძირითადად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებითა და ხულიგნური ჩხუბებით იცნობდნენ და არა პოლიტიკური მისწრაფებებით.

ცვლილება 21 იანვარს დაიწყო - ერთი დღით ადრე, სანამ მიიღებდნენ ახალ - შემდგომში „დიქტატორულად“ წოდებულ - კანონმდებლობას, რომელიც არასანქცირებული დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლის უფლებას ითვალისწინებდა. კიევის „დინამოს“ გულშემატკივრებმა გამოაცხადეს, რომ აყალიბებენ საგანგებო თავდაცვით დანაყოფებს, მაიდნის დემონსტრანტების დასაცავად.

კიევი, 2014 წლის 29 იანვარი
კიევი, 2014 წლის 29 იანვარი
ჯგუფმა ეს განცხადება ერთ-ერთი სოციალური ქსელით გაავრცელა და განაცხადა, ჩვენ ვიბრძოლებთ არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის, ან ევროპისთვის, ან რუსეთისა თუ რუსების წინააღმდეგ, არამედ კიევისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ღირსებისთვისო. კიევის „დინამოს“ გულშემატკივრებს უკრაინის მასშტაბით სხვა გუნდების ქომაგებმაც მიბაძეს - და არა მხოლოდ მაიდნის მყარად მომხრე ქალაქებში, მაგალითად, ლვოვში, არამედ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებშიც, სადაც რუსეთს, პრეზიდენტ იანუკოვიჩს და მმართველ „რეგიონების პარტიას“, ტრადიციულად, ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ.

27 იანვრისთვის ქომაგებს ევრომაიდნისთვის მხარდაჭერა 17 ქალაქში ჰქონდათ გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG