Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანობის მარში" პარიზში


"ერთიანობის მარში" პარიზში
"ერთიანობის მარში" პარიზში

პარიზში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ერთიანობის გამომხატველ აქციაზე ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემად, სიტყვის თავისუფლებისა და დამოკრატიის მხარდასაჭერად. „ერთიანობის მარშში“ მონაწილეთა შორის იყვნენ ათობით ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერები.

7-9 იანვარს პარიზში რადიკალი ისლამისტების თავდასხმებმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე. მოკლულებს შორის არიან სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს“ თანამშრომლები, პოლიციელი ქალი და ქოშერულ სუპერმარკეტში მყოფი პირები.

11 იანვარს პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო მშვიდობიანი მსვლელობა, რომლის მონაწილეებს შორისაც იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პარიზის აქციაში მონაწილებდა 1,5 მილიონამდე ადამიანი. საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით პოლიციელი და ჯარისკაცი ზრუნავს უსაფრთხოებაზე.

XS
SM
MD
LG