რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკა ღვინჯილია, საკონსულტაციო ჯგუფ PMCG-ის კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი. მან ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვალებაზე ილაპარაკა. ჯგუფის შეფასებით, გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესება ბაზარზე მოთამაშეების სპეკულაციურმა ქმედებებმა და როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის პანიკურმა კონვერტაციებმა გამოიწვია.