12 ივლისს საქართველოში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უკვე ცნობილია ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომის თარიღიც: 14 ივლისიდან საქართველოში მუშაობას შეუდგებიან ახალი ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობები. შეძლებენ თუ არა ისინი ადგილებზე რეალური თვითმმართველობის განხორციელებას? ამ საკითხზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარე, დავით ლოსაბერიძე, და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, კონსტანტინე კანდელაკი.