18 ივნისს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საქართველოს მოქალაქეების განცხადება გავრცელდა, რომლის ხელმომწერები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ იმ დასკვნის პროექტს აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმაც გამოიწვია, რომელთა თანახმადაც, ასევე 17 მაისს გავრცელებული სამოქალაქო პეტიციის ხელმოწერების ნაწილი შესაძლოა ყალბი იყოს. სოციალურ ქსელში წამოწყებულ სამოქალაქო პროტესტის ახალ ტალღას, სახელწოდებით „დაიცავი შენი ხელმოწერა“, უკვე ასობით ადამიანი გამოეხმაურა. რას ითხოვენ ამ კამპანიის მონაწილეები ხელისუფლებისგან და როგორ აფასებენ საკანონმდებლო ორგანოს დასკვნას? ამ თემაზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებამ სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია მედიამკვლევარი ნინო დანელია და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1