დემეტრე რუხაძე ჩეხეთის დედაქალაქში ანგლოამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს. „უხილავ ფარდაში“ მონაწილეობის მისაღებად 18 წლის სტუდენტი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინაში გვეწვია.
ის გვიამბობს ჩეხეთში ცხოვრებაზე, ქართველებზე, რატომ აირჩია შესასწავლად პოლიტიკა და სოციოლოგია, შეაფასებს ნარკოპოლიტიკას საქართველოში და იმაზეც ესაუბრება გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, თუ რატომ სურს საშობაო არდადეგებზე შინ წასვლა და რისი ნიჭი აქვს, რატომ ფიქრობს, რომ აქვს ქარიზმა. პრაღაში ჩაწერილი ამ საუბრის პირველი თემა იყო უცხოეთში ახალგაზრდების წასვლის ნამდვილი და ფარული მიზეზები.