აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანულირებულ იქნეს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტები, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა აფხაზური ტელეარხებით ორი დღის წინ შეიტყვეს.
მოქალაქეები განსაკუთრებით შეაშფოთა „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებამ, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აღიარებს. გამონაკლისი დაშვებულია აფხაზი ეროვნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
აფხაზი კანონმდებლების თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის, დაახლოებით ის 25 000 ქართველი, რომლებიც უკანასკნელ წლებში აფხაზეთის მოქალაქეები გახდნენ.
რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა ამურ ზარქუამ განუცხადა, რომ მიღებული ცვლილება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევანის წინაშე აყენებს, დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად ან, მასზე უარის თქმის შემთხვევაში, მიიღონ აფხაზური პასპორტი:
„ასე ლაპარაკობენ, ვინც იქ ცხოვრობს, აქედან უნდა წაიღოს სამინისტროს მიერ ბეჭედდარტყმული ცნობა, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე და არის იქაური მოქალაქე. შეიძლება დატოვოს ბევრმა. იძულებული ვართ - იქ ვცხოვრობთ და რა ვქნათ?“
გალის რაიონში მცხოვრები მიმოზა ჩახაია ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში საბოლოოდ გადმოსვლის შესახებ:
„თუ შევძელი, გადმოვიტან ყველაფერს და წამოვალ. არ მინდა სახლიც, ის დასაწვავი. ჩემმა ქმარმა თქვა უარი, თორემ მანამდეც ვიქნებოდი აქეთ წამოსული“.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ქართველი მოქალაქეების აფხაზეთში ცხოვრების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რაც უსამართლო და უკანონოა:
„აფხაზური პასპორტი არ წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რომლითაც შეუძლიათ მოგზაურობა. არ არის ოფიციალური დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე. ვფიქრობ, რომ ეს ანქვაბის პოლიტიკის წინააღმდეგაც არის მიმართული. არ არის აფხაზეთში ის მდგომარეობა, რომ ხელისუფალმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, აფხაზებსაც მინდა მივაწვდინო ხმა, რომ ქართველები მათი ბუნებრივი მოკავშირეები არიან. ქართველები არ არიან აფხაზების წინააღმდეგ განწყობილი. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ერთობას“.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას იმ პირების მიმართ, ვისაც შესაძლოა უარის თქმა მოუხდეთ საქართველოს მოქალაქეობაზე:
„ამ თემაზე დიდ ჯგუფში განხილვა არ გვქონია, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ მთავრობა სიმბოლურად ლოიალური უნდა იყოს იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ, თუ არა იცხოვრონ აფხაზეთში“, - განუცხადა გიორგი ვოლსკიმ რადიო თავისუფლებას.
დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პასპორტების ანულირების შემდეგ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობის მსურველმა ქართველებმა უნდა მიმართონ. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რესპონდენტების ინფორმაციით, ჯერჯერობით მსგავსი კომისა არ შექმნილა.

ასე ლაპარაკობენ, ვინც იქ ცხოვრობს, აქედან უნდა წაიღოს სამინისტროს მიერ ბეჭედდარტყმული ცნობა, რომ არ არის საქართველოს მოქალაქე და არის იქაური მოქალაქე. შეიძლება დატოვოს ბევრმა. იძულებული ვართ - იქ ვცხოვრობთ და რა ვქნათ?..ამურ ზარქუა