Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი კალანდაძე: ვამზადებთ როგორც უკრაინელ ჯარისკაცებს, ისე საშტაბო შემადგენლობას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე (მარჯვნივ). 2012 წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე (მარჯვნივ). 2012 წ.

გენერალი გიგი კალანდაძე ყველაზე მაღალი წოდების ქართველი ოფიცერია, რომელიც ამჟამად მოხალისედ იმყოფება უკრაინაში და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, საქართველოსა და ისრაელის სხვა სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად, როგორც ახალწვეულებისაგან დაკომპლექტებული ცალკეული ქვედანაყოფების, ისე ბრიგადის დონის შტაბების მომზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელია. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მას არ აქვს ოფიციალური სტატუსი უკრაინის არმიაში და ამას არც ესწრაფვის, რადგან საქართველოში დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეობის მიღება სურს. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს სამხედრო ძალებში არავინ ელოდება, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად გიგი კალანდაძეც იყო ბრალდებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეში.

საუბარი გიგი კალანდაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:24:06 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG