Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 და არჩევნები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 სექტემბერს


კორონავირუსის: აჭარა ისევ წითელ ზონად რჩება

გუშინ საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი, 145 ინფიცირებული აჭარიდანაა. მათგან 144 ბათუმში გამოვლინდა, ხოლო ერთი ქობულეთში.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში 4000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა PCR-ტესტირება. მოსალოდნელია რაოდენობის კიდევ უფრო მატება, რადგან მიმდინარეობს უკვე აღმოჩენილი შემთხვევების კონტაქტების კვლევაც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კოვიდ 19, სუფრა, ჩახუტება და ტექნო - რა (არ) იცვლება წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წელს

პირველი სექტემბრიდან საქართველოში საარცევნო კამპანია დაიწყო. „კარდაკარ“ ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია ყოველ არჩევნებზე და არც 2020 აღმოჩნდა გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის.

შეიძლება ითქვას, რომ ვირუსმა მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები გავლენაც კი იქონია საარჩევნო პროცესზე. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, როცა კანდიდატებმა კამპანიები დროებით შეაჩერეს, რადგაც ისინი თავად აღმოჩნდნენ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის.

ბოლო დროს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამო 10 სექტემბრიდან აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ ეს არ ეხება წინასაარჩევნო კამპანიებს. ვინ როგორ აწარმოებს კამპანიას პანდემიის პარალელურად? ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტებთან? - წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ახალი სკანდალი ქართულ რაგბიში - "კლანი", შიდა დაპირისპირება და დაჭრილი მორაგბე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს რაგბის კავშირში დღეს მომხდარ ინციდენტს სარაგბო კლუბების საინიციატივო ჯგუფი საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა. პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ რაგბიში არსებული მძიმე სიტუაციის გამოსასწორებლად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია რაგბის თემიდან კლანის მოშორება, რადგან ეს კლანი, უკვე თორმეტი წელია, რაგბის კავშირში დამკვიდრდა და თავის მარწუხებს რაგბის თემს ყოველ წელს უფრო და უფრო მჭიდროდ უჭერს.

წაიკითხე მეტი.

დღეს ევროპარლამენტი რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლებების მიმართ სანქციებს უყრის კენჭს

დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან ხუთი წამყვანი ფრაქციის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური სიტუციის თაობაზე შემუშავებულ ორ რეზოლუციას.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები რუსეთის მიმართ ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის სიის მსგავსი“ სანქციების მექანიზმის სასწრაფოდ შემუშავების ინიციატივით გამოდიან, ემხრობიან რუსეთის იზოლაციას „დიდი შვიდეულის“ და სხვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში და იმეორებენ, რომ უნდა შეწყდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა.

რეზოლუციაში ბელარუსის ხელისუფლების მიმართ ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები „მტკიცედ უჭერენ“ მხარს სანქციების დაწესებას უშუალოდ ლუკაშენკას მიმართ. ევროპარლამენარები რეზოლუციაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ევროკავშირმა აღარ უნდა აღიაროს იგი „ბელარუსის პრეზიდენტად მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ღაზაში განხორციელდა საპასუხო საჰაერო დარტყმა

ისრაელის საჰაერო ძალებმა 16 სექტემბერს იერიში მიიტანეს სამიზნეებზე ღაზის სექტორში. ამას წინ უძღოდა რამდენიმე საათით ადრე პალესტინელთა ტერიტორიიდან ექსტრემისტების მიერ ნასროლი რაკეტა, რომელიც ისრაელის სანაპირო ქალაქ აშდოდში დაეცა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

საპასუხო დარტყმა გუშინ დილით განხორციელდა, წინა დღეს კი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ვაშინგტონში გააფორმეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს ისრაელთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას.

წაიკითხე მეტი.

ჩამორთმეული ბავშვები სასამართლომ დედას დაუბრუნა, თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა

სასამართლომ მშობლის შეზღუდული უფლება აღუდგინა დედას, რომელსაც თითქმის სამი წელია, რაც თავისი 2 შვილი ჯერ ნაწილობრივ ჩამოაშორეს, წელიწადნახევრის წინ კი, ორივე ჩამოართვეს და თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს.

ბავშვები უკვე დედასთან არიან, იმ სახლში, საიდანაც ისინი წაიყვანეს. გვიხარია, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, სახლი გაივსო. უკვე მეცადინეობენ“, - გვითხრა დედამ, რომელსაც პანდემიის გამო, თავისი 11 და 17 წლის ბიჭი და გოგო მარტის შემდეგ არ ენახა.

2017 წელს როცა დედას შვილების მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ამის მიზეზად დასახელდა ის , რომ ოჯახს არ გააჩნდა სათანადო პირობები, ბავშვები ვერ იღებდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, არასაკმარისად იკვებებოდნენ და ხშირად აცდენდნენ სკოლას.

ბავშვების ადვოკატი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ შვილები დედას მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო ჩამოართვეს, რაც თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით ახლა ბრძოლის შემდეგი ეტაპი იწყება.

წაიკითხე მეტი.

გახსნილი სკოლები დაიკეტა და ის, ვინც 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, უკვე 1 ოქტომბერს ელოდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები კი მზარდია.

ნახეთ, როგორი იყო მზადება სკოლებში 15 სექტემბრისთვის და როგორ შეიცვალა სასკოლო ცხოვრება მათთვის, ვისაც სკოლის კედლებში გაკვეთილები 1 სექტემბრიდან უტარდებოდა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG