ერთ-ერთ ძველ სიუჟეტში საუბარი მქონდა ჯაზის „დამფუძნებელ მამა-ინსტრუმენტებზე“, – ბადი ბოლდენის, ჯოზეფ ოლივერის, ბიქს ბაიდერბეკის კორნეტსა და საჩმოს საყვირზე, - რომლებსაც ჯაზის გაჩენა მიეწერებათ. ისიც ვახსენე, რომ მათი სიტყვა კანონი გახლდათ და შეპასუხებას ვერავინ უბედავდა - ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის 30-იან წლებამდე, სანამ ტენორ-საქსოფონი არ გამოჩნდა. ამ ვაჟბატონს უფრო ტკბილხმოვანი, ხავერდოვანი ბგერა ჰქონდა და მსმენელთან გასაუბრებას უკეთ ახერხებდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, აქვეა და თავადვე გაგვეცნობა.
დიახ, ეს კოულმენ ჰოუკინსი გახლავთ. ფაქტობრივად, პირველი მუსიკოსი, რომელიც სოლირებასა თუ იმპროვიზირებას შეუდგა, ტენორ-საქსოფონი წამყვან, ანგარიშგასაწევ ინსტრუმენტად აქცია და „უხუცესი“ საყვირ-კორნეტი პაექრობაში გამოიწვია. 1904 წლის 21 ნოემბერს მისურის შტატში დაიბადა. განათლება მუსიკალური კოლეჯის თეორიისა და კომპოზიციის ფაკულტეტზე მიიღო. არათუ ჰარმონიის მუღამების, ნოტების მცოდნე აფროამერიკელიც კი მაშინ სანთლით საძებარი გახლდათ, რის გამოც მასზე ბევრი ნადირობდა. ერთმა ბლუზმენმა ქალმა, მემი სმიტმა ივარგა, ჰოდა, ბენდთან ერთად ნიუ-იორკში წაიყვანა. თუმცა პიანისტი ფელტჩერ ჰენდერსონი უფრო ხვითო გამოდგა და საკუთარ ორკესტრში გადაიბირა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა კიდეც მისი ცნობილი ხელწერა – ექსპერიმენტული აკორდული სტრუქტურები, გამოკვეთილი ნოტი, დამჯდარი ბგერა და მძიმე, მსუყე მელოდიური ფრაზები. ახალგაზრდა კოულმენმა ამ დიდებულ მუსიკოსთან 11 წელი გაატარა. 1934 წელს ლონდონში ჯეკ ჰილტონის ორკესტრის შემადგენლობაში აღმოჩნდა და 5 წლის მანძილზე თითქმის მთელი ევროპა ანშლაგით მოიარა. ამ პერიოდის ნამოქმედარიდან 1937 წლის 18 აპრილის ისტორიულ ჩანაწერს – „ველური რიტმს“ - გამოვყოფდი, სადაც პარიზში ერთად შეყრილან ჰოუკინსი, ჯანგო რეინჰარდტი, ბენი კარტერი, ალექს კომბელი, ანდრე ეკიანი და სტეფან გრაპელი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, კოულმენ ჰოუკინსს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა, ამერიკულ სცენაზე კი კოლეგა ტენორ-საქსოფონისტები ბენ უებსტერი და ლესტერ იანგი მეფობდნენ. მონარქის ტიტულის დასაბრუნებლად კოულმენს ბევრი არ უწვალია - ჩასვლისთანავე იმ ადგილებს მიაშურა, ზემოხსენებული ბატონები რომ უკრავდნენ და პაექრობაში გამოიწვია. მაგალითად, ლესტერ იანგი ერთ-ერთ ნიუ-იორკულ კლუბში მოიხელთა, სადაც ბილი ჰოლიდეის უწევდა აკომპანირებას. ჰოდა, იქვე დაუნდობლად გაუსწორდა. „ტენორ-საქსოფონის მეფის“ სტატუსის დასაბრუნებლად ამასაც არ დასჯერდა: 1939 წლის 11 ოქტომბერს ჯაზური ბალადა „Body and Soul“ ჩაწერა, როგორც მაილს დევისი იტყოდა, ყველაზე ცნობილი და ღირებული საქსოფონის სოლო ჯაზის არსებობის მანძილზე. „Body and Soul“ რეკორდული რაოდენობით გაიყიდა, სოლო საგულდაგულოდ გაშიფრეს კიდეც, ნოტებზე გადაიტანეს და დიდი ტირაჟით ცალკე გამოსცეს. ამ სტანდარტის კოულმენისეულ ვერსიას დღეს მსოფლიოს ყველა თავმოყვარე ჯაზურ ფაკულტეტზე ასწავლიან. თავად მუსიკოსს კი ყოველთვის უკვირდა, ასე რამ გაგახელათ, შედევრად არ მიმაჩნია, ისევე ჩვეულებრივად შევასრულე, როგორც სხვა თემებიო. ახლა კი თავად „Body and Soul“, ულამაზესი აკორდულ-ჰარმონიული ტრანსი.
40-იან წლებში კოულმენ ჰოუკინსს ახალი კონკურენტები გამოუჩნდნენ – ამჯერად ახალგაზრდები, ბიბოპური ამბოხების მოთავენი. განსხვავებით თავისი თაობის კოლეგებისგან, ის არ შეუშინდა ამ რევოლუციური მუსიკის ლაბირინთებში გასეირნებას. პირტიტველა დიზი გილესპისთან, მაილს დევისთან და მაქს როუჩთან ერთად რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა, თელონიუს მონკის 1957 წლის ალბომში კი ტოლი არც კოლტრეინს დაუდო. კრიტიკოსები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ბებერი მგელი მარტივად დაეუფლა ე.წ. დესტრუქციული მუსიკის ენას, თუმცა, მხოლოდ ჰარმონიული თვალსაზრისით, ბიბოპისთვის დამახასიათებელი რიტმული სირთულეები კი დაუძლეველი ბარიერი გამოდგა. მისი კარიერის ბოლო ეტაპზე, როცა უდიდესი მუსიკოსისგან მხოლოდ გარდასულ დღეთა მოგონებანი დარჩა, დიუკ ელინგტონთან და სონი როლინსთან ითანამშრომლა, ერთი სასმენად საამო დისკიც გამოსცა, „ბოსანოვას“ აქცენტებით. ტენორ-საქსოფონის შეუცვლელი მეფე 1969 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.