Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს, სულ ცოტა, 28 ადამიანი ემსხვერპლა


ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს, სულ ცოტა, 13 ადამიანი ემსხვერპლა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ ბელგიის დედაქალაქის მთავარი საჰაერო-სატრანსპორტო კვანძი დაკეტილია. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს სადგურ „მელბეეკში“, ანუ იმ რაიონში, სადაც ევროკავშირის უწყებები მდებარეობს. ადგილობრივი მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ს, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევს. როგორც „ბელგას“ საინფორმაციო სააგენტო იუწყება, აფეთქებებამდე გაისმა სროლის ხმა და ვიღაცის ხმამაღალი შეძახილები არაბულ ენაზე. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან იამბონის განკარგულებით, ქვეყანაში გამოცხადდა ტერორის საფრთხის უმაღლესი საფეხური. დღევანდელ აფეთქებებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში დააკავეს პარიზში, გასულ ნოემბერში მოწყობილი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქებები აბდესლამის დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG