ამ ბოლო დღეებში ბრიტანეთში განახლდა დისკუსია ევროკავშირის დატოვების შესახებ.
ამგვარი მოწოდებით რამდენიმე გავლენიანი კონსერვატორი პოლიტიკოსი გამოვიდა. მათ პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ნაადრევად დანებებაში დასდო ბრალი - მანამ, სანამ მოლაპარაკება საერთოდ არც კი დაწყებულა - და დასძინა, რომ შეცვლის პირობებს, რომელთაც ეფუძნება ევროკავშირის წევრად ბრიტანეთის ყოფნა.
კამერონი, რომელიც ორი პარტიისგან - კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატებისგან - შემდგარ კოალიციას უდგას სათავეში, აცხადებს, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის ყოფნის თაობაზე რეფერენდუმის მოწვევას შეეცდება 2017 წლის ბოლოსკენ, თუკი 2015 წელს დანიშნულ არჩევნებში გაიმარჯვებს. ამასთან, მისი აზრით, ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის შესახებ რეფერენდუმის მოწვევამდე ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის პირობები უნდა გადაიხედოს.
პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებით აშშ-ში ყოფნისას გამოვიდა, BBC-სთან საუბარში:
„მე კონცენტრი-რებული ვარ ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყნისთვის იქნება სწორი. ბრიტანეთისთვის სწორი იქნება ევროკავშირის რეფორმირება, მისი უფრო კონკურენტულად გადაქცევა, მასში ბრიტანეთის პოზიციის გადახედვა და უკვე შემდეგ ბრიტანელი ხალხისთვის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნა. სწორედ ამაზე ვახდენ კონცენტრირებას. ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელსაც რეალურად მთელი კონსერვატიული პარტია უჭერს მხარს. ახლა გვჭირდება ხმის მთელი ქვეყნისთვის მიწვდენა, ხალხისთვის ამის ახსნა და მხარდაჭერის მოპოვება საყოველთაო არჩევნებში“.
კამერონის განცხადებების ფონია მისი კაბინეტის ორი მინისტრის სიტყვები - რეფერენდუმი დღეს რომ გაიმართოს, ხმას ევროკავშირიდან გასვლას მივცემდითო. ზოგადად, კონსერვატორებს შიგნით არსებულ გავლენიან ფრთას აშინებს ის, რომ მათი ამომრჩევლების ნაწილი შესაძლოა ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიას მიემხროს, რომელიც მყარი ევროსკეპტიკური პოზიციით გამოირჩევა და რომელმაც ახლახან ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
ბრიტანეთის განათლების მინისტრი, კონსერვატიული პარტიის წევრი მაიკლ გოუვი კვირას BBC-სთან ინტერვიუში შემდეგი განცხადებით გამოვიდა:
„მე არ მომწონს ევროკავშირში ჩვენი პოზიცია, მაგრამ ვამჯობინებდი ცვლილება მოხდეს ევროკავშირთან ბრიტანეთის ურთიერთობაში. ჩემთვის იდეალური ვითარება ზუსტად ემთხვევა ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობის იდეალს, რომელიც მოიცავს იმის აღიარებას, რომ ამჟამინდელი ვითარება არ არის კარგი, რომ ევროკავშირის გარეთ არსებობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, რომ ამაზე ფიქრი შეგვიძლია, რომ ამას გარკვეული პლუსებიც ექნებოდა. თუმცა ევროპისა და ბრიტანეთისთვის საუკეთესო გზა ის იქნება, რომ ევროპისთვის საჭირო ცვლილებას ბრიტანეთი ჩაუდგეს სათავეში“.
ამავე დღეს, ისევ BBC-სთან ინტერვიუს დროს, თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თქვა, თუკი არჩევანი დადგება ზუსტად დღევანდელი სახით არსებულ ევროკავშირსა და მის წევრად არყოფნას შორის, მაშინ უნდა ვთქვა, რომ ვიზიარებ მაიკლ გოუვის მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტაციასო. თუმცა, გოუვის მსგავსად, ჰამონდიც ცვლილების მოხდენის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რეფორმის გატარების მცდელობის გარეშე ევროკავშირის დატოვება უბრძოლველად დანებების ტოლფასი იქნებაო.
ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის პირობების გადახედვის პროცესის ფარგლებში, მაგალითად, ბრიტანეთმა ბრიუსელისგან უნდა დაიბრუნოს გადაწვეტილებათა მიღების უფლებამოსილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სისხლის სამართალი და სოციალური პოლიტიკა.
მომავალ კვირაში დანიშნულია კენჭისყრა იმის თაობაზე, ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი დანიშნულ თარიღზე - 2017 წელზე - უფრო ადრე ხომ არ უნდა გაიმართოს. ორმა პარლამენტარმა შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც რეფერენდუმის გამართვას უკვე 2014 წელს ითვალისწინებს.
როგორც ვარაუდობენ, ეს არასავალდებულო ძალის მქონე ინიციატივა 650 ადგილიან პარლამენტში 100-მდე ხმას მიიღებს, ძირითადად -კონსერვატორებისგან.
გოუვს ამ ინიციატივისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია - მას „ორთქლის გამოშვება“ უწოდა.
ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის, განათლებისა და თავდაცვის მინისტრების გარდა, გასულ კვირაში კონსერვატორთა კიდევ სამმა გავლენიანმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს. ესენი იყვნენ ყოფილი კანცლერები ნაიჯელ ლოუსონი და ნორმან ლემონი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაიკლ პორტილო.
ლოუსონმა სტატია დაწერა, რომელშიც წერს: „საჭირო ეკონომიკური კონტექსტი დღესდღეობით არა ევროპა, არამედ გლობალიზაციაა - მათ შორის, გლობალური თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც მეთვალყურეობას ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაცია უწევს“.
ლოუსონი დასძენს: „ევროკავშირმა მიაღწია თავის ისტორიულ მიზანს, ახლა კი მას ვადა გაუვიდაო“.
ლემონმა BBC-ს უთხრა, ევროკავშირის ეკონომიკური უპირატესობის შესახებ შეხედულებები ძალიან გადაჭარბებულიაო და დასძინა, ჩვენ ჩვენითაც მოვახერხებდით საქმეების გაძღოლას, როგორც ამას შვეიცარია აკეთებსო.
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ეწინააღმდეგება რეფერენდუმის ოთხი წლით ადრე გამოცხადებას, თუმცა ზოგადად ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვას სამომავლოდ არ გამორიცხავს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ ბლოკის დატოვების პირობები განსაზღვრულია ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლით. ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს ბლოკის დატოვება საკუთარი კონსტიტუციური საჭიროებების მიხედვით შეუძლია. ამასთან, მუხლი აკონკრეტებს, რომ გასვლის მსურველ სახელმწიფოსთან ბლოკის დატოვების პირობებზე მოილაპარაკებენ ევროკავშირის ქვეყნები, რაც ნიშნავს, რომ, თეორიულად, ბრიტანეთი შეძლებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შენარჩუნებას.

საჭირო ეკონომიკური კონტექსტი დღესდღეობით არა ევროპა, არამედ გლობალიზაციაა - მათ შორის, გლობალური თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც მეთვალყურეობას ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაცია უწევს...ნაიჯელ ლოუსონი