Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაპირისპირება ბორჯომის თოჯინების თეატრში


ბორჯომი
ბორჯომი

ბორჯომის თოჯინების თეატრში კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. თანამშრომლები დანიშნული სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მინისტრმა შემოქმედებითი კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინა. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, დასმა თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ იმნაძის კანდიდატურა აირჩია, მაგრამ მინისტრმა ამ პოსტზე სხვა კანდიდატი, შალვა გოგოლაძე, დანიშნა, რომელიც სამინისტროში არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად წარადგინა. სამხატვრო საბჭომ თავისი მიკერძოებულობის დრო მოჭამა, – აცხადებს თამაზ იმნაძე.

დასის ნაწილი კულტურის სამინისტროს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უპატივცემულობაში ადანაშაულებს. მსახიობები ირწმუნებიან, რომ თამაზ იმნაძის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრი აქტიურად ამუშავდა, სწორედ ამიტომ მიიღო თანამშრომელთა მხარდაჭერა თამაზ იმნაძემ და იმედოვნებდნენ, რომ სამინისტრო მათ აზრს გაითვალისწინებდა. დასის ნაწილი კი სამინისტროს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

სამხატვრო საბჭომ თამაზ იმნაძის კანდიდატურა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე 13 აგვისტოს დაასახელა, მეორე დღეს კი, ასევე 13 აგვისტოს ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ანზორ სვანიძემ, შემოქმედებით დასს ახალი ხელმძღვანელი – შალვა გოგოლაძე - წარუდგინა.

კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სამხატვრო საბჭო, რომელმაც თამაზ იმნაძე აირჩია, მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მინისტრმა მხარი შალვა გოგოლაძეს დაუჭირა. ბორჯომის პროფესიული სახელმწიფო თოჯინების თეატრის დასის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ახალ ხელმძღვანელთან მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუკი მთავარი რეჟისორის პოსტზე თამაზ იმნაძე დაინიშნება.

XS
SM
MD
LG