Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელფასების გაზრდის საკითხი საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა


ბორჯომი
ბორჯომი

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების გაზრდის საკითხს. 4-ჯერ ჩაშლილი სხდომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და 28 თებერვალს სხდომაზე მივიდა. მიუხედავად ამისა, საკითხს 15–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, საკითხის ჩავარდნამ კი ბორჯომის საკრებულოში ხმაური გამოიწვია. ოპონენტებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ივანე შალუტაშვილი ლეიბორისტ გიორგი გიუაშვილს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო. მოგვიანებით სხდომას „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატი შეუერთდა, მაგრამ ხმების რაოდენობა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი დაემტკიცებინათ...

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია ადასტურებს კოლეგაზე გიუაშვილის თავდასხმის ფაქტს და მის დასჯას მოითხოვს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელია, ხელფასების საკითხის დამტკიცებას ითხოვს.

კოლეგების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ლეიბორისტი დეპუტატი. გიორგი გიუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მას თავად დაესხა თავს. ხალხის ოპოზიციონერ რჩეულს მერიის თანამშრომლებთანაც მოუწია თავის მართლება.

საკრებულოს სხდომა 12 საათზე დაიწყო. მოგვიანებით სხდომას „ქართული ოცნების“ 11 დეპუტატი შეუერთდა, მაგრამ ხმების რაოდენობა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი დაემტკიცებინათ. ბორჯომში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო მერიის თანამშრომლებს, მესამე თვეა, ხელფასი არ მიუღით. მიუხედავად ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე „პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ჩაჩანიძე, ამბობს, რომ ხელფასების მომატების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მომდევნო საკრებულოს სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა, თუმცა არ არის გამორიცხული, მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომა უფრო ადრეც გაიმართოს.

XS
SM
MD
LG