Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის საკრებულოში ხელისუფლებამ ფრაქციები ვერ შექმნა


ბორჯომი
ბორჯომი

ბორჯომის საკრებულო მერიის წინააღმდეგ გამოდის. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საშტატო ნუსხა და გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი მედიასთან განმარტავს, რომ ბორჯომში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი.

გადმოწერა

ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა – პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა იყო. საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან აცხადებს, რომ მერიიდან გადაგზავნილ დოკუმენტში ხელფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რის გამოც საკრებულომ მერიას მოთხოვნაზე უარი უთხრა. გიორგი გიუაშვილი აქცენტს კიდევ ერთ საკითხზე აკეთებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავტობუსების ყიდვას აპირებდა, თუმცა საკრებულომ არც ეს საკითხი გაითვალისწინა, რადგან მასში კორუფციის ნიშნები დაინახა.

საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” ამბობს, რომ საკრებულომ “ქართულ ოცნებას” დამატებით ორი ფრაქციის შექმნაზეც უარი უთხრა, რადგან ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის სიით გასული დეპუტატები არჩევნების შემდეგ მრეწველებისა და კონსერვატორების პარტიაში სწორედ ფრაქციის შექმნისა და, შესაბამისად, დამატებით თანხის აღების მიზნით გადავიდნენ. თუმცა ბაქარ შირაძე იმ მუხლებსაც ასახელებს, რომლებიც, მერიის მოთხოვნით, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ მერიაში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, სხდომაზე გაირკვა, რომ გასულ წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები წელს დასრულდება. სხდომაზე სულ 11 საკითხი განიხილეს.

XS
SM
MD
LG