Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი


ბორის ნემცოვი 2012 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროს.
ბორის ნემცოვი 2012 წლის ოქტომბერში, მოსკოვში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროს.

მოსკოვის ცენტრში მოკლეს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი. ახალი ამბების სააგენტოების მიერ გავრცელებული ეს ცნობა რუსეთის მთავრობამაც დაადასტურა.

"ინტერფაქსის" სააგენტოს მოჰყავს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლის სიტყვები, რომ ნემცოვს ოთხი ტყვია ესროლა უცნობმა თავდამსხმელმა. რუსულენოვანი ვებსაიტი "მედუზა" იუწყება, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კრემლის მახლობლად თავს დაესხა რამდენიმე პირი.

ნემცოვი 55 წლის იყო. ერთ დროს მას პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მემკვიდრედ განიხილავდნენ. ნემცოვს ეკონომიკის რეფორმატორად იცნობდნენ იმ პერიოდში, როცა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ნიჟნი ნოვგოროდის მმართველი იყო. შემდეგ ის ოპოზიციონერი გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსად იქცა. ნემცოვი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციისა, რომელიც მოსკოვში 1 მარტისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG