ოთხი წელია მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს. ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. ამავე აქციაზე მრევლმა მუსლიმების მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მოითხოვა.