გუშინ ახალგორში ტელეკომპანია „მე–9 არხის“, გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციაში ჰყავდათ, მოგვიანებით კი პროკურატურაში გადაიყვანეს. დაკავებისას მას ვიდეოკამერა, ტელეფონი და ფორმა–9 ჩამოართვეს. მოგვიანებით გამომძიებლებმა ტექნიკა დააბრუნეს, მაგრამ ფორმა–9 დაიტოვეს. ეს არის დოკუმენტი, რომლის გარეშეც დაბაში შესვლა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ მარი ოთარაშვილი ახალგორშია რეგისტრირებული, იქ აქვს სახლი, ჰყავს ნათესავები და დაბაში ხშირად ჩადის ხოლმე. დაკითხვის შემდეგ ის პროკურატურიდან სახლში გაუშვეს. ოფიციალური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, ოსი სამართალდამცავები კი მას ერთი სატელეფონო მესიჯის შესახებ ეკითხებოდნენ, სადაც მისი სახელი იყო მოხსენიებული. ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორმა ზაირა ელკანოვამ დაბის პროკურატურაში წარადგინა სატელეფონო მესიჯი, რომელიც მის ტელეფონზე თითქოს ახალგორელი თამარ მეარაყიშვილის მიერ შეცდომით გაიგზავნა და ეს ესემესი თითქოს ქართული სპეცსამსახურებისთვის იყო განკუთვნილი. ამჟამად მარი ოთარაშვილი ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება და დაბიდან გაძევების მოლოდინშია. მისი აზრით, ელკანოვა მის მიმართ ბინძურ პროვოკაციას ამზადებს. მას ეჭვი აქვს, რომ ბავშვთა სახლის დირექტორი თვითონ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან.
„მე თვითონ ვთხოვე გამომძიებელს, რომ დაწვრილებით გამოიძიოს რა ესემესზეა ლაპარაკი. იქ მხოლოდ მარი ეწერა და, თუ ჩემზეა ლაპარაკი, მე საიდან მოვხვდი? და თუ თამარის ესემესია, ჯერ ხომ თამარი უნდა დაკითხოთ-მეთქი? არაფრის გაგონება არ სურდათ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საბაბი იმისთვის, რომ ჩემი გაძევება მოეხდინათ აქედან. გამომძიებელი დათო გურწიევი მოვიდა ჩემთან სახლში, მითხრა, რომ ჩავალაგო ბარგი და უნდა მიმიყვანოს დე ფაქტო საზღვრამდე და მოახდინოს ჩემი დეპორტაცია, მაგრამ მე გავუწიე წინააღმდეგობა და ვუთხარი, რომ წარმოედგინა ბრძანება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამას. მან მითხრა, რომ ეს ზეპირსიტყვიერი ბრძანებაა და აქ საერთოდ წერილობითი ბრძანებები არ გვაქვს და ყველაფერს ზეპირსიტყვიერად ვიღებთო. მე კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება ჩემი სახლიდან გავეგდე“, – ამბობს მარი ოთარაშვილი.
გამოძიებას თამარ მეარაყიშვილმაც მიმართა და საქმის ობიექტური შესწავლა მოითხოვა, გარდა ამისა, მეარაყიშვილი ელკანოვას ცილისწამებისთვისაც უჩივის. მისი თქმით, ეს ქალი მას მუდმივად თვალყურს ადევნებს და თითოეული ნაბიჯის შესახებ ოსური სპაცსამსახურების წარმომადგენლებს ცნობას აწვდის. მეარაყიშვილის თქმით, ელკანოვა მას არაერთხელ დამუქრებია, რომ მის თავს დაბიდან გააძევებინებდა.
„ვითომ მე ვიღაცას ვუგზავნი ასეთი შინაარსის მესიჯს, რომ ჩავიწერე ნურგალიევის ვიზიტი, გადავიღე ყველაფერი, აქაურ პირველ პირებთან შეხვედრები და გიწერთ ფლეშკაზე და გიგზავნით და ვითომ მე ეს მესიჯი შემეშალა და ამ ელკანოვასთან გამეგზავნა. ამ ქალის ნომერი საერთოდ არ ვიცი. როგორ შეიძლება შეგეშალოს ნომერი, რომელიც საერთოდ არ გიწერია?! მე არანაირ უშიშროებასთან არ ვთანამშრომლობ. ამ ყველაფერმა უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ ყველა ამაზე მეკითხებოდა, რომ თითქოს იქ ვთანამშრომლობდი და რაღაც შიშით მიყურებდნენ და მე შევიტანე აქაურ პროკურატურაში ამ ცილისწამებაზე და ვთხოვე გამოეძიებინათ რაში იყო საქმე“, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
რადიო თავისუფლება დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მერაბ ჩიგოევს დაუკავშირდა, რომელსაც არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ოთარაშვილი ახალგორიდან რეპორტაჟებს ამზადებს. ჩიგოევი თავის დროზე ჟურნალისტისთვის ფორმა-9 ის გაცემის საკითხსაც ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს, როგორ მოხვდა მასთან ეს დოკუმენტი. ჩიგოევის განცხადებით, რეგისტრაციის მიუხედავად, ოთარაშვილი ახალგორში მუდმივად არ ცხოვრობს და მას არც დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის აკრედიტაცია გააჩნია.
„ობიექტური ინფორმაციის გაცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შეუძლიათ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ იქ საქართველოს მოქალაქე დადიოდეს. მით უმეტეს, რომ მას ამის უფლება არა აქვს“, – აცხადებს მერაბ ჩიგოევი.
მეარაყიშვილიც და ოთარაშვილიც კატეგორიულად უარყოფენ რომელიმე სპეცსამსახურთან თანამშრომლობას. მათი აზრით, გარკვეული პირები მათ წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციას ამზადებენ. მარი ოთარაშვილი ახლა ოს სამართალდამცავებს ფორმა–9 ის დაბრუნებას სთხოვს, რადგან ამ დოკუმენტის გარეშე მისი სადმე გადაადგილება წარმოუდგენელია.
ვითომ მე ვიღაცას ვუგზავნი ასეთი შინაარსის მესიჯს, რომ ჩავიწერე ნურგალიევის ვიზიტი, გადავიღე ყველაფერი, აქაურ პირველ პირებთან შეხვედრები და გიწერთ ფლეშკაზე და გიგზავნით ...თამარ მეარაყიშვილი
„მე თვითონ ვთხოვე გამომძიებელს, რომ დაწვრილებით გამოიძიოს რა ესემესზეა ლაპარაკი. იქ მხოლოდ მარი ეწერა და, თუ ჩემზეა ლაპარაკი, მე საიდან მოვხვდი? და თუ თამარის ესემესია, ჯერ ხომ თამარი უნდა დაკითხოთ-მეთქი? არაფრის გაგონება არ სურდათ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საბაბი იმისთვის, რომ ჩემი გაძევება მოეხდინათ აქედან. გამომძიებელი დათო გურწიევი მოვიდა ჩემთან სახლში, მითხრა, რომ ჩავალაგო ბარგი და უნდა მიმიყვანოს დე ფაქტო საზღვრამდე და მოახდინოს ჩემი დეპორტაცია, მაგრამ მე გავუწიე წინააღმდეგობა და ვუთხარი, რომ წარმოედგინა ბრძანება, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამას. მან მითხრა, რომ ეს ზეპირსიტყვიერი ბრძანებაა და აქ საერთოდ წერილობითი ბრძანებები არ გვაქვს და ყველაფერს ზეპირსიტყვიერად ვიღებთო. მე კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე და ვუთხარი, რომ მას არ ჰქონდა უფლება ჩემი სახლიდან გავეგდე“, – ამბობს მარი ოთარაშვილი.
გამოძიებას თამარ მეარაყიშვილმაც მიმართა და საქმის ობიექტური შესწავლა მოითხოვა, გარდა ამისა, მეარაყიშვილი ელკანოვას ცილისწამებისთვისაც უჩივის. მისი თქმით, ეს ქალი მას მუდმივად თვალყურს ადევნებს და თითოეული ნაბიჯის შესახებ ოსური სპაცსამსახურების წარმომადგენლებს ცნობას აწვდის. მეარაყიშვილის თქმით, ელკანოვა მას არაერთხელ დამუქრებია, რომ მის თავს დაბიდან გააძევებინებდა.
„ვითომ მე ვიღაცას ვუგზავნი ასეთი შინაარსის მესიჯს, რომ ჩავიწერე ნურგალიევის ვიზიტი, გადავიღე ყველაფერი, აქაურ პირველ პირებთან შეხვედრები და გიწერთ ფლეშკაზე და გიგზავნით და ვითომ მე ეს მესიჯი შემეშალა და ამ ელკანოვასთან გამეგზავნა. ამ ქალის ნომერი საერთოდ არ ვიცი. როგორ შეიძლება შეგეშალოს ნომერი, რომელიც საერთოდ არ გიწერია?! მე არანაირ უშიშროებასთან არ ვთანამშრომლობ. ამ ყველაფერმა უკვე ისეთი სახე მიიღო, რომ ყველა ამაზე მეკითხებოდა, რომ თითქოს იქ ვთანამშრომლობდი და რაღაც შიშით მიყურებდნენ და მე შევიტანე აქაურ პროკურატურაში ამ ცილისწამებაზე და ვთხოვე გამოეძიებინათ რაში იყო საქმე“, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.
ობიექტური ინფორმაციის გაცემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც შეუძლიათ. სულაც არ არის აუცილებელი, რომ იქ საქართველოს მოქალაქე დადიოდეს ...მერაბ ჩიგოევი