Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - ISET


ზაფხულის დადგომადე ახალგაზრდული პროგრამა შემოგთავაზებთ რამდენიმე სიუჟეტს, რომლებიც შეეხება საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. მიმოვიხილავთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სტიპენდიებს, რომლებიც საქართველოს, ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას გვაძლევენ. დღევანდელი სიუჟეტი მიეძღვნება ISET-ს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას, რომელიც თსუ-ს ბაზაზე შეიქმნა 2006 წელს და, ფონდ „ღია საზოგადოების“, გერმანიის მთავრობის, ნორვეგიის მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სამხრეთკავკასიელ ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. ჩვენი სტუმარია სოფიო გუჯაბიძე, ISET-ის სტუდენტების დეკანი, რომელიც ეკონომიკის სკოლისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრებს.

ახალგაზრდობა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:26 0:00
გადმოწერა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG