ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონი გამონაკლისს არ ითვალისწინებს, თუ რაიმე შესაბამისი წესი არ შეიცვალა, თუმცა საქართველოს მთავრობა მსჯელობას ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მაინც აპირებს.