უამინდობის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში დაზარალებულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 14 ნოემბერს ქედაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდნენ. ხადურმა და ხაბაძემ სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახელობა მოინახულეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ხადურის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დასრულდება და შესაძლოა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს. უამინდობა აჭარაში 10 ნოემბერს დაიწყო, ძლიერმა წვიმამ მაღალმთიან სოფლებში მეწყრული პროცესები გამოიწვია.