აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ამ რიგის ბოლო აქცია 15 დეკემბერს აეროპორტში გაიმართა. აქციის 20-მდე მონაწილე თავიანთი მოთხოვნების ამსახველი ტრანსპარანტებით ცდილობდა ჟენევაში მიმავალი ქართული დელეგაციის, კერძოდ, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ყურადღების მიპყრობას. აქციის მონაწილეები ოპტიმიზაციის პროცესის სამართლებრივი ნორმების შესაბამისად განხორციელებას და საშტატო ერთეულებზე თანამშრომლების კონკურსის წესით დანიშვნას მოითხოვენ.
„გზა აფხაზეთისკენ უმუშევრობაზე არ გადის“, „ჩვენი პრიორიტეტია დევნილთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა“ - ამ და ამ რიგის სხვა შინაარსის მოთხოვნებით ბოლო დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თანამშრომლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ცალკეული სამინისტროებისა და დეპარტამენტების ლიკვიდაციისა და თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების საფრთხის გამო. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ მთავრობაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერებას, რეფორმების დემოკრატიული სტანდარტებითა და საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდებით განხორციელებას და ამ პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. აფხაზეთის მთავრობის განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ზაქარაია ამბობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესში სამსახურს ძირითადად შუა და დაბალი რგოლის თანამშრომლები კარგავენ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე კი შტატების გაზრდაც კი ხდება:
“ამჟამად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის შედეგად, განთავისუფლებულია 10-მდე თანამშრომელი. უწყებები ძირითადად არის დაკომპლექტებული დაახლოებით 30 საშტატო ერთეულით. ამჟამად აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში არის 4 მინისტრის მოადგილე. ჩემი აზრით, ეს ძალიან გაუგებარია. რა საჭიროა 30 საშტატო ერთეულში 4 მინისტრის მოადგილე? ეს იყო საზოგადოების დაკვეთა? მე მინდა გითხრათ, რომ ერთი მინისტრის მოადგილის ხელფასით შესაძლებელია სავსებით სამი საშუალო რგოლის თანამშრომლის დაკმაყოფილება. სრულიად ნათელია, რატომ ხდება მოვლენების ასეთი განვითარება“.
ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კი, თამარ მარშავა, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ განმარტებას, რომ სამინისტროებში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესი გაბერილი შტატების შემცირებას ისახავს მიზნად და საზოგადოების დაკვეთით ხორციელდება. მთლიანობაში, მისი დეპარტამენტის 9 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი:
“9 ადგილობრივი თანამშრომელი გათავისუფლდა. 3 არის ისევ ჩვენი მთავრობის შემავალი სტრუქტურებიდან, მაგრამ გარე სამინისტროებიდან შემოყვანილი. თუკი ოპტიმიზაციას ახდენს იმის გამო, რომ შტატები გაბერილია, ჯერ ერთი, გაურკვეველია, გარედან რატომ მოჰყავს კადრი და მეორეც ის, რომ, გაბერილი შტატების განმარტების ფონზე, ხდება ხელმძღვანელი თანამდებობების დამატება. ანუ როდესაც 30 კაციანი შტატია და 19 არის ხელმძღვანელი თანამდებობა და 11 სპეციალისტი, მე მგონი, დიდად არის დარღვეული ბალანსი“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა. შემუშავებული იქნა სტრატეგია, რომლის თანახმად, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია დაიწყო. გაერთიანდა ორი სამინისტრო -ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, შეიკვეცა ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატი,სამსახურიდან გათავისუფლდა განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დიდი ნაწილი და სხვა. ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის თანახმად, მისი სამინისტრო პრაქტიკულად პირველია, სადაც უკვე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს რეორგანიზაციის პროცესი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ კოპალიანი კი, თავის მხრივ, უარყოფს ოპტიმიზაციის პროცესში სამინისტროებში დასაქმებულთა მასობრივი გათავისუფლების ფაქტს და დასძენს, რომ დაზარალებულ მოქალაქეებთან დასაქმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამას გარდა, “გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მაქსიმალურად კონკურსის წესით იქნენ მიღებული თანამშრომლები იმ უწყებებში, სადაც მოხდა რეორგანიზაცია და ეს კონკურსი ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ეგ არის და იმისი შიში, რომ, იცით, რა, 31-ში შეიძლება სამსახურიდან გამიშვან და ასე შემდეგ, ასეთი რამე დღის წესრიგში არ დგას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხი არ იქნას დათხოვნილი“.
თუმცა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების რეორგანიზაციის პროცესში შრომითი უფლებების დაცვის მეტ გარანტიებს ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს პარლამენტს, პრეზიდენტს, პატრიარქს, სახალხო დამცველს. დასაქმებულთა უფლებების დაცვის საქმეში ჩართულია პროფკავშირებიც. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს:
“კონკურსი პროფკავშირის გარეშე არ უნდა ჩატარებულიყო, იმიტომ რომ კანონში წერია, რომ პროფკავშირის წარმომადგენელი კომისიაში უნდა იყოს. ანუ პროფკავშირმა მიიღო მხოლოდ ერთ კომისიაში ჯერჯერობით მონაწილეობა. ეს იყო ეკონომიკის სამინისტრო. შესაბამისად, სხვაგან თუ ჩატარდა, გამოდის, რომ არასწორად ჩატარდა, იმიტომ რომ პროფკავშირს იქ მონაწილეობა არ მიუღია კომისიაში და, ჩვენი აზრით, არ ჩატარებულა, იმიტომ რომ, წესით, არ მიგვიღია ჯერ მონაწილეობა და უნდა მივეწვიეთ“.
აფხაზეთის მთავრობის რესტრუქტურიზაციის შედეგად დაზარალებულთა საქმის შესწავლას იწყებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. პირველი შეხვედრა ასოციაციაში 17 დეკემბერს შედგება.
„გზა აფხაზეთისკენ უმუშევრობაზე არ გადის“, „ჩვენი პრიორიტეტია დევნილთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა“ - ამ და ამ რიგის სხვა შინაარსის მოთხოვნებით ბოლო დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თანამშრომლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ცალკეული სამინისტროებისა და დეპარტამენტების ლიკვიდაციისა და თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების საფრთხის გამო. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ მთავრობაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერებას, რეფორმების დემოკრატიული სტანდარტებითა და საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდებით განხორციელებას და ამ პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. აფხაზეთის მთავრობის განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ზაქარაია ამბობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესში სამსახურს ძირითადად შუა და დაბალი რგოლის თანამშრომლები კარგავენ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე კი შტატების გაზრდაც კი ხდება:
როდესაც 30 კაციანი შტატია და 19 არის ხელმძღვანელი თანამდებობა და 11 სპეციალისტი, მე მგონი, დიდად არის დარღვეული ბალანსი...თამარ მარშავა
ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კი, თამარ მარშავა, ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ განმარტებას, რომ სამინისტროებში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესი გაბერილი შტატების შემცირებას ისახავს მიზნად და საზოგადოების დაკვეთით ხორციელდება. მთლიანობაში, მისი დეპარტამენტის 9 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი:
“9 ადგილობრივი თანამშრომელი გათავისუფლდა. 3 არის ისევ ჩვენი მთავრობის შემავალი სტრუქტურებიდან, მაგრამ გარე სამინისტროებიდან შემოყვანილი. თუკი ოპტიმიზაციას ახდენს იმის გამო, რომ შტატები გაბერილია, ჯერ ერთი, გაურკვეველია, გარედან რატომ მოჰყავს კადრი და მეორეც ის, რომ, გაბერილი შტატების განმარტების ფონზე, ხდება ხელმძღვანელი თანამდებობების დამატება. ანუ როდესაც 30 კაციანი შტატია და 19 არის ხელმძღვანელი თანამდებობა და 11 სპეციალისტი, მე მგონი, დიდად არის დარღვეული ბალანსი“.
ეს კონკურსი ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ. ეგ არის და იმისი შიში, რომ, იცით, რა, 31-ში შეიძლება სამსახურიდან გამიშვან და ასე შემდეგ, ასეთი რამე დღის წესრიგში არ დგას...იგორ კოპალიანი