საქართველოში ისევ დაიწყო კამათი მდინარე ენგურზე ასაშენებელი კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის - ხუდონჰესის - მშენებლობასთან დაკავშირებით. საუბარია 650 მეგავატის სიმძლავრის ჰესზე, რომლის მშენებლობაზეც, წინასწარი ინფორმაციით, მილიარდი დოლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელებას ძველებურად ეწინააღმდეგებიან გარემოსდამცველები.
საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ კონტრაქტს კომპანია ”ტრანს ელექტრიკასთან” (Trans Electrica LTd) უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი. როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა აღნიშნა 21 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ზუსტად არის განსაზღვრული საბიუჯეტო სარგებელი და ჰესის მშენებლობის დასრულების ვადებიც:
”კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში მოახდინოს ამ პროექტის მინიჭებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიონი დოლარის გადახდა და დაიწყოს მშენებლობა და დაამთავროს ის მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში.”
”ტრანს ელექტრიკა”, რომელმაც ხუდონჰესი 6 წელიწადში უნდა ააშენოს, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის ”კონტინენტალ ენერჯის” (Continental Energy) შვილობილი კომპანიაა. ცნობილია ასევე ის, რომ მასში ქართული მხარის ფინანსური წილიც დევს. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება.
21 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თქვა, რომ ”კონტინენტალ ენერჯისთან” დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას ისახავდა მიზნად და რომ კვლევამ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა:
”ამ შესწავლამ დაადასტურა, რომ ხუდონის მშენებლობა არის მომგებიანი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული და საკმაოდ რთული იქნება მისი მშენებლობა; მიუხედავად ამისა, ტექნიკურადაც შესაძლებელია მისი მშენებლობის განხორციელება და ეკონომიკურადაც მისაღებია, დღევანდელი ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით.”
ეკონომიკური თვალსაზრისით ხუდონჰესის მშენებლობა მართლაც მიმზიდველია ბევრი ექსპერტისთვის და სწორედ ასეთ აზრზეა, მაგალითად, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძეც. ის თვლის, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესში საქართველოსთვის აუცილებელია ენერგორესურსების ახალი წყაროების ათვისება:
”ეკონომიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს და თუ ეკონომიკა განვითარდება, ის ელექტროენერგია, რასაც ახლა ჩვენ გამოვიმუშავებთ და, თუ გნებავთ, ორჯერ და სამჯერ მეტიც რომ გამოვიმუშაოთ, არ გვეყოფა... ”
საკითხი, რომელიც ბევრის მიერ მოწონებულია ეკონომიკური კუთხით, გარემოსდამცველების საკმაოდ დიდ აღშფოთებას იწვევს. გამოითქვა აზრი, რომ ეს არის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის თვალსაჩინო მაგალითი და სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ამ ორი სფეროს ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში გაერთიანება. საუბარია 11 მარტს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ხმაურის შედეგად დაბლოკილი პროექტის - ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება ძალიან დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს და, უპირველეს ყოვლისა, სვანეთის რეგიონს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს პრობლემების მთელ ჯაჭვზე, რომელსაც მიკროკლიმატის შეცვლა გამოიწვევს. თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალურ პრობლემას ეძლევა:
”ამ პროექტის შედეგად, მოხდება სადღაც 3 ათასამდე ადამიანის გადასახლება... სოფელ ხაიშის ჩაძირვა გამოიწვევს მისი მიმდებარე სოფლების გადასახლებასაც... მთელ რიგ სოფლებს მისასვლელი გზა აღარ დარჩებათ.”
მანანა ქოჩლაძე, ისევე როგორც სხვა არაერთი გარემოსდამცველი, საგანგებოდ უსვამს ხაზს მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის მოსპობის საფრთხეს, სოფლისა,რომელიც მეტად ღირებულია ისტორიული თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ ხუდონჰესისთვის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობას სოფელ ხაიშის დატბორვა მოჰყვება, რის გამოც იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, გადასახლების პერსპექტივა დიდად არ აშინებს, მაგალითად, სოფელ ხაიშის მკვიდრ ნოდარ სუბელიანს, რადგანაც, მისი თქმით, ქვეყნის წინსვლას არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი:
”იოლი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ სოფელი დავტოვო... სასაფლაო და ეკლესია გულდასაწყვეტია, მაგრამ ესენი მაღლა არის, მაღლა და რაღაც ისე მგონია, რომ შეიძლება დატბორება იქამდე არ აწვდეს...”
ნოდარ სუბელიანი ამბობს, რომ სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის მომხრე არაერთი ადამიანი მოიძებნება; მაგრამ, მაგალითად, ასევე ხაიშელი მთვარისა ჭკადუა რადიო თავისუფლებასთან სოფლის სახელით ლაპარაკობს და საპირისპირო აზრს გამოთქვამს:
”მთელი სოფელი არის მაგის წინააღმდეგი. ჩვენ აქიდანა არსად გადასვლას არ ვაპირებთ და... ეხლა აქ დატბორება რო იქნება, სოფელი არ იქნება და... სინესტე იქნება, რაღაც დაავადებებს გამოიწვევს და ყველასთვის იქნება რთული სიტუაცია. ესე ადვილი არ იქნება მაგი, სოფელი არის მაგის გადამწყვეტი და სოფლის აზრი უნდა იცოდეს ყველამ...”
ხაიშელი მთვარისა ჭკადუა ამბობს, რომ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელში ჯერჯერობით მხოლოდ ყურმოკრულ ინფორმაციას ფლობენ, რადგანაც მათთან შესახვედრად თბილისიდან არავინ ჩასულა. არადა, დედაქალაქში, როგორც უკვე ვთქვით, ხუდონჰესის თემაზე ყველაფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.