”ქართულმა აკადემიამ” და სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა, სახელწოდებით - ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული არჩევნებისთვის”. კონფერენციის მიზანი გახლდათ, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იმის ჩვენება, თუ რა რისკებს შეიცავს არსებული საარჩევნო სისტემა.
”ქართულმა აკადემიამ” საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გასაგზავნი ტექსტი შეიმუშავა. მიმართვაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არჩევნების გაყალბება უშუალოდ არჩევნების დღეს კი არ ხდება, არამედ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელიც შესაძლოა დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის უცხო და დაფარული იყოს. ”ქართული აკადემიის” ამოცანა სწორედ ამ ე.წ. ქართულ საარჩევნო თავისებურებებზე ყურადღების გამახვილებაა. ორგანიზაციის წევრი, მწერალი კოტე ჯანდიერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო ხიფათების სრული სურათი ჰქონდეთ:
”ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება იმ ათასგვარი მაქინაციის და იმ მექანიზმებისა, რომლის საშუალებითაც ვღებულობთ საბოლოოდ სურათს, რომელიც არ ასახავს ამომრჩეველთა განწყობას, აი, ამის ჩვენება გვინდა, კარგად რომ გააცნობიერონ მათ. მერე არის თხოვნა, სამოქალაქო სექტორთან ერთად რომ გააძლიერონ ეს ძალისხმევა და მათ ხელთ არსებული დიპლომატიური მეთოდით და ხერხით დაარწმუნონ ხელისუფლება, რომ საარჩევნო გარემოს შეუცვლელად ქვეყანაში დაისადგურებს ქაოსი; თუ არ იქნა ნდობა ამომრჩევლებისა საარჩევნო გარემოსადმი, მაშინ ეს არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ”,- აცხადებს „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი კოტე ჯანდიერი.
კონფერენციაზე ითქვა, რომ ბევრი უცხოელისთვის ცნობილი არ არის ისეთი ფაქტები, როგორიც არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ექსპერტმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა ნათელი მექანიზმის შექმნა, რომელიც ამ მეთოდების შესახებ ამცნობს საერთაშორისო ორგანიზაციებს:
”ბევრმა ეს იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრისთვის გაუგებარია, თუ როგორ ექმნებათ დისკომფორტი ბიზნესში - გინდათ სამსახურებრივ მდგომარეობაში - ადამიანებს ან მათ ნათესავებს.”
კონფერენციის ერთ-ერთი მიზანია, როგორც უკვე ითქვა, საარჩევნო სისტემებში საზოგადოების გათვითცნობიერება. როგორც ”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი კოტე კანდელაკი ამბობს, არ უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს - იქნება ეს სახელისუფლებო თუ ოპოზიციური - საშუალება მიეცემათ თავად განსაზღვრონ საარჩევნო სისტემა ისე, რომ ეს მხოლოდ მათ ინტერესებზე იყოს მორგებული:
”სამწუხაროდ, დაინერგა ისეთი პრაქტიკა, როცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება - სხდებიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის პირისპირ და თავად ადგენენ იმ თამაშის წესებს, რომლითაც შემდეგ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოება მხოლოდ მაყურებლის, დამკვირვებლის როლშია და, ჩემი აზრით, არასამთავრობო სექტორს მეტი გააქტიურება სჭირდება, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების პროცესი და შედეგებს მერე ჩვენ ვიმკით.”
ნანა კაკაბაძე კი, კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ხაზს უსვამს მედიისა და სასამართლოს როლს არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებაში და ამბობს, რომ ”საარჩევნო კოდექსი, თუნდაც ხარვეზიანი, იმდენს მაინც ვერ დაუშავებს არჩევნებს, როგორც თავისუფალი მედიის და თავისუფალი სასამართლოს არარსებობა. სწორედ ეს არის ჩვენთვის აქილევსის ქუსლი და სწორედ ეს არის ის, რასაც ხელისუფლება არ თმობს და ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ ხელისუფლებას სწორედ ეს დავათმობინოთ”,- განმარტავს ნანა კაკაბაძე.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის წყალგამყოფი და მხოლოდ და მხოლოდ იმ დროისთვის არ გვჭირდება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. ”ქართული აკადემია” ფიქრობს, რომ უახლოეს არჩევნებამდე მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მომავალშიც აუცილებელი იქნება მუშაობა.
”ქართულმა აკადემიამ” საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით გასაგზავნი ტექსტი შეიმუშავა. მიმართვაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არჩევნების გაყალბება უშუალოდ არჩევნების დღეს კი არ ხდება, არამედ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელიც შესაძლოა დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის უცხო და დაფარული იყოს. ”ქართული აკადემიის” ამოცანა სწორედ ამ ე.წ. ქართულ საარჩევნო თავისებურებებზე ყურადღების გამახვილებაა. ორგანიზაციის წევრი, მწერალი კოტე ჯანდიერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საარჩევნო ხიფათების სრული სურათი ჰქონდეთ:
ბევრმა ეს იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრისთვის გაუგებარია, თუ როგორ ექმნებათ დისკომფორტი ბიზნესში - გინდათ სამსახურებრივ მდგომარეობაში - ადამიანებს ან მათ ნათესავებს...
კონფერენციაზე ითქვა, რომ ბევრი უცხოელისთვის ცნობილი არ არის ისეთი ფაქტები, როგორიც არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ექსპერტმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა ნათელი მექანიზმის შექმნა, რომელიც ამ მეთოდების შესახებ ამცნობს საერთაშორისო ორგანიზაციებს:
სამწუხაროდ, დაინერგა ისეთი პრაქტიკა, როცა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება...