სააგენტოს წყაროს მიხედვით, დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას გადაეცეს კონტროლი რუსული კომპანია “გაზპრომის” გაზსადენზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროკავშირში გადის. ამ მილსადენით გაზის ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს შეწყდა.
“როიტერსის” ცნობით, შეთანხმების უახლესი პროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატებისათვის უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე პრივილეგირებული წვდომის მინიჭებას. დოკუმენტის მიხედვით, კიევმა უკრაინული სახელმწიფო და კერძო კომპანიების მიერ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციიდან მიღებული მთელი შემოსავალი უნდა მიემართოს შეერთებულ შტატებთან ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ამასთან, როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეთანხმების პროექტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს.
უკრაინის მთავრობამ დაიქირავა ამერიკულ-ბრიტანული იურიდიული ფირმა Hogan Lovells, რათა კონსულტაცია გაუწიოს შეთანხმების პროექტის მომზადებისას.
ფორუმი