Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ).
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ).

აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა განაცხადა.

"ჩვეულებრივი, საქმიანი. ეს არის სამუშაო შეხვედრა. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ფაქტობრივად, ისევე როგორც წინა შეხვედრები", - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების კომენტირებისას. დახურულ კარს მიღმა საუბარი 2 საათზე მეტხანს გრძელდება.

პესკოვმა დასძინა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა შესაძლოა, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართოს.

მოლაპარაკებები სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის პეტერბურგში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს.

სტივ უიტკოფის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ 11 აპრილს პუტინი სანქტ-პეტერბურგში „მუშაობს“.

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG