Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემსახურება აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიება ერთპარტიულ პარლამენტში - პოდკასტი 2150


გადმოწერა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის ომის საკითხების განხილვამ და ამ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის დამოკიდებულებამ ქართველი გენერლების მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის სამხედროები და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები შეურაცხყო.

პროცესი ზოგმა ჭრილობების გახსნად შეაფასა, ზოგმა ჯარის დისკრედიტაციად, ზოგმაც რუსული დავალების შესრულებად და საქართველოს დემილიტარიზაციის სპეცოპერაციად.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი შაიშმელაშვილთან ერთად ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვებს - რას ემსახურება აგვისტოს ომის განხილვა მაშინ, როცა მის შესახებ უკვე არსებობს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ცალსახად ამბობს რომ ამ ომის დამნაშავე რუსეთია; რატომ ლაპარაკობს 13 წლის შემდეგაც მოქმედი ხელისუფლება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ, გამოუძიებელ და დაუსჯელ დანაშაულებზე და რა საფრთხეს აყენებს ეს პროცესი ეროვნულ უსაფრთხოებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG