Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ნახეს და მოისმინეს მოხალისე მაშველებმა გურიაში დიდთოვლობისას - პოდკასტი 2150


გადმოწერა

გურიაში დიდთოვლობისას გახსნილი მოხალისეების შტატები დაიხურა - ნაწილი იმერეთში მიდის, ნაწილი თბილისში ბრუნდება.

დიდთოვლობაში ჩარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად წასულები სისტემური პრობლემების გარდა უკიდურესი სიღატაკისა და კორუფციის თვითმხილველებიც გახდნენ - ნახევრად დანგრეულ სახლებში მცხოვრები მოხუცების ხილვამ გააოცა ყველა, ვისაც გურია მანამდე ახლოს არ უნახავს.

ვიკა ფილფანი, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და მთამსვლელი გურამ ხუციშვილი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეხმარებოდნენ გარესამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებში დარჩენილებს - მათთან ერთად განვიხილავთ იმას, რა ნახეს და მოისმინეს გურიაში.

გურამ ხუციშვილს, რომელმაც ალბათ გახსოვთ როგორ აღმართა 2024 წლის წლის 11 მარტს, თბილისში, ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა, გურიაში მოხალისეობისას საპროტესტო აქციებში მონაწილების დროს გამოწერილმა ჯარიმამაც მიუსწრო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG