გამომძიებელი ჟურნალისტები სტუდია მონიტორიდან და აი ფაქტიდან, ნინო რამიშვილი და ია ასათიანი იქნებიან ჩვენი სტუმრები და მათთან ერთად განვიხილავთ, როგორ აღმოჩნდა მათ ხელში ასობით დოკუმენტი, მათ შორის ქოლცენტრების თანამშრომლების შიდა მიმოწერა და სატელეფონო ზარები, როგორ მუშაობს ეს დანაშაულებრივი სქემა და რა იცის სახელმწიფომ მის შესახებ.
ყველაფერი ქოლცენტრების ჟურნალისტურ გამოძიებაზე - პოდკასტი 2150
5 მარტს რამდენიმე მედიამ ერთდროულად გამოაქვეყნა გამოძიება საქართველოში მომუშავე ქოლცენტრების შესახებ, რომელთაგან ერთი სუს-ის შენობიდან 500 მეტრში ფუნქციონირებდა - ამ ქოლცენტრების საშუალებით ძარცვავდნენ ადამიანებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, საუბარია ათობით მილიონი დოლარის თაღლითურად მოპოვებაზე.
ფორუმი