Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს მზარდი რეპრესიული მექანიზმები და მომავლის კონტურები - პოდკასტი 2150


„მოკვლის მუქარაა, როდესაც გეუბნებიან, რომ არ უნდა იარსებო. რეჟიმმა მიიღო კანონები, რომლებითაც გვეუბნება რომ არ უნდა ვიარსებოთ. ვინმეს ფიზიკური ლიკვიდაცია მხოლოდ დროის ამბავია, ისევე, როგორც ის რეაქცია, რომელსაც აუცილებლად იღებ, როდესაც ვინმეს მოკვლით ემუქრები” - ასე აფასებს ლევან ღამბაშიძე ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობის მცდელობებს.

ის თვლის, რომ მაგალითად იმ ფონდების დაყადაღება, რომელიც აქციაზე დაჯარიმებულებს და პროტესტისთვის დაკავებულებს ეხმარებოდა, არაკანონიერთან ერთად, არაქრისტიანული საქციელია, რადგან სხვა ადამიანის მხარდაჭერა და თანადგომა ქრისტიანული მორალის ნაწილია.

ლევანთან საუბრის ფონია სასამართლო პროცესები პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების და პარლამენტში სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელთა შორის არის ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე, ამერიკული “ფარას” ანალოგია და თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნის წესის ცვლილებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG