Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
84 საჯარო სკოლისთვის 4000-ზე მეტ კამერას ყიდულობენ

84 საჯარო სკოლისთვის 4000-ზე მეტ კამერას ყიდულობენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისსა და რეგიონებში 84 საჯარო სკოლის შიდა და გარე კამერებით აღსაჭურვად, შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შეისყიდიან 4380 კამერას, რომელთაგან 1832 გარე პერიმეტრს გადაიღებს, 2548 კი - შიდა სივრცეს.

ტენდერი 26 მარტს გამოცხადდა (სკოლების ჩამონათვალი). შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4,9 მილიონ ლარად კამერებთან ერთად უნდა იყიდონ ქსელური ჩამწერები, მყარი დისკები, უწყვეტი კვების წყაროები, მონიტორები და სხვა დამხმარე მოწყობილობები.

ტენდერში განაცხადების წარდგენა 2 აპრილს დაიწყება და 36 საათში, 3 აპრილს 12:00 საათზე, დასრულდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG