Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბათუმის მუნიციპალიტეტში 1300-ზე მეტი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა დაყენებული

ბათუმის მუნიციპალიტეტში 1300-ზე მეტი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა დაყენებული


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული 1300-ზე მეტი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა დაყენებული. ამის შესახებ ცნობილი ხდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით, რომლითაც გამარჯვებული კომპანიისგან სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობას ითხოვენ.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  • 1176 ერთეული IP კამერა;
  • 180 კამერა, რომლებსაც ავტომობილების ნომრების ამოცნობა შეუძლია.

ამ ჩამონათვალში არ შედის ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 194 IP კამერა.

ამ ტენდერში გამარჯვებულად, სავარაუდოდ, „დელტა კონსალტინგი“ გამოცხადდება. კომპანია მერიას ამ კამერების მოვლის მომსახურებას 1 041 788 ლარად სთავაზობს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ტენდერში და მუნიციპალიტეტს 121 ვიდე-სამეთვალყურეო კამერა და სპეციალური პროგრამული ლიცენზია უნდა მიაწოდოს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდანვე ირკვევა, რომ გასულ წელს ბათუმში 410 კამერით ნაკლები იყო დამონტაჟებული. 2024 წლისთვის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ 766 IP კამერისა და ავტომობილის 180 ამომცნობის მოვლაზე გამოაცხადა ტენდერი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG