Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთში "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადეს ევროპელი ლიდერების გაერთიანება ELN

რუსეთში "არასასურველ" ორგანიზაციად გამოაცხადეს ევროპელი ლიდერების გაერთიანება ELN


არქივის ფოტო. რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა
არქივის ფოტო. რუსეთის გენერალური პროკურატურის შენობა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა გაერთიანება "ევროპელი ლიდერების ქსელი" (ELN).

უწყება ირწმუნება, რომ ამ გაერთიანებას ნატო აფინანსებს და ის ემსახურება ამ ალიანსის გაფართოებას, ისევე როგორც ანტირუსული შეტყობინებების გავრცელებას და "უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულთა მხარდაჭერას".

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ELN-მა ახალგაზრდებთან მუშაობისთვის შექმნა საგანგებო ქვეგანყოფილება, რომელიც აგროვებს ინფორმაციას და დაფინანსებულია რუსეთში "არასასურველად" მიჩნეული ორგანიზაციების მიერ - ესენია საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდი.

ELN 2011 წელს დაარსდა საქველმოქმედო ორგანიზაციის ფორმით. ის არის დამოუკიდებელი, არაპარტიული, საერთო ევროპული ქსელი, რომელიც აერთიანებს ბიზნესის, დიპლომატიისა და სამხედრო სფეროების 450-ზე მეტ გამოჩენილ წარმომადგენელს. ქსელის წევრები მუშაობენ პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებული პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის გზების შემუშავებაზე - ვკითხულობთ გაერთიანების ვებსაიტზე.

ორგანიზაციის დამაარსებელი და ხელმძღვანელია დიდი ბრიტანეთის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში, ადამ ტომსონი.

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს და ამჟამად ასეთად 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციაა გამოცხადებული. რუსეთში ორგანიზაციის საქმიანობის არასასურველად აღიარება ნიშნავს, რომ მასთან თანამშრომლობისთვის ადამიანები შეიძლება ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG