20 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთი განცხადების გამო, რომ "არასასურველია" საგარეო საკითხთა ანალიტიკური ცენტრი „საგარეო საქმეთა გერმანიის საზოგადოება“ (DGAP) და დასძინა, რომ გააგრძელებს რუსეთში დამოუკიდებელი კვლევისა და აკადემიური გაცვლების მხარდაჭერას.
Reuters-ს მოჰყავს DGAP-ის განცხადების ფრაგმენტი: "(პრეზიდენტი ვლადიმირ) პუტინი აგრძელებს რუსეთის იზოლირებას. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ DGAP, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, ახლა "არასასურველად" გამოცხადდა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი