Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინა აცხადებს, რომ „მტრის ზურგში" 4 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინა აცხადებს, რომ „მტრის ზურგში" 4 სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული ვერტმფრენები კა-52 ანექსირებული ყირიმის თავზე
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული ვერტმფრენები კა-52 ანექსირებული ყირიმის თავზე

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთს ოთხი სამხედრო ვერტმფრენი გაუნადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 24 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით რუსეთის ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს კა-52 ტიპის ორი და მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი.

სპეციალური ოპერაციების ძალების თანახმად, ყველა ვერტმფრენი „მტრის ზურგში სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს". როდის, დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის სპეცოპერაციების ძალების სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოს ტიტრების მიხედვით, შეტევა განხორციელდა ამერიკული სარაკეტო სისტემით HIMARS.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბელგოროდის ოლქში ვერტმფრენებზე დარტყმების შესახებ არაფერი უთქვამს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG