რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს გასულ ღამითაც. არიან დაშავებულები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასტოვის რაიონში დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანებულია ორი კერძო სახლი და საწარმო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეს რაიონში, სადაც დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები და გაზის მილი.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ორი ადამიანი, მათ შორის 25 წლის ორსული, დაიჭრა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონში.
განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 99 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 57 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 36 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
ფორუმი