Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ამერიკის ხმის" თანამშრომლებმა ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლეს მედიაორგანიზაციების დახურვის გამო

"ამერიკის ხმის" თანამშრომლებმა ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლეს მედიაორგანიზაციების დახურვის გამო


"ამერიკის ხმის" შენობა. ვაშინგტონი, 16 მარტი, 2025.
"ამერიკის ხმის" შენობა. ვაშინგტონი, 16 მარტი, 2025.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა სასამართლოში უჩივლეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. მათი თქმით, აშშ-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომლითაც გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება.

გასულ შაბათს ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ მორალესმა და სპეციალურმა მრჩეველმა კერი ლეიკმა იძულებით შვებულებაში გაუშვეს 1300-ზე მეტი თანამშრომელი. ასევე დაფინანსება შეუწყვიტეს რამდენიმე მედიაორგანიზაციას, მათ შორის რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომლებსაც USAGM უწევს ზედამხედველობას. როგორც Reuters-ი იტყობინება, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში პარასკევს შეტანილი სარჩელის თანახმად, ამ ქმედებამ დაარღვია პირველი შესწრება და კანონები, რომელთა მეშვეობით აშშ-ის კონგრესმა ავტორიზაცია გასცა და აფინანსებდა „ამერიკის ხმას“.

მედიაორგანიზაციების დახურვა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტა ნაწილია დონალდ ტრამპისა და მილიარდერ ილონ მასკის ფართო მასშტაბის კამპანიისა, რომლის მიზანია ფედერალური მთავრობის შემცირება. მათი თქმით, მთავრობა აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ხარჯავს მიზნებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.


სარჩელი მოითხოვს სასამართლოს განაჩენს, გაუქმდეს USAGM-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება. „ამერიკის ხმა“, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და რამდენიმე სხვა მედიაორგანიზაცია ამ სააგენტოს მეშვეობით იღებს სახელმწიფო დაფინანსებას.

სარჩელში ნათქვამია, რომ სააგენტოს სწრაფი დახურვა გაათამამებს ავტორიტარულ რეჟიმებს მთელს მსოფლიოში.

„მსოფლიოში მრავალგან გაქრა ობიექტური ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი წყარო და ამ სიცარიელის ამოსავსებად დარჩა მხოლოდ ცენზურას დაქვემდებარებული სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები,“ წერენ მოსარჩელეები.

„ამერიკის ხმა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ის 40-ზე მეტ ენაზე მაუწყებლობდა ინტერნეტში, რადიოთი და ტელევიზიით და აშშ-ის ახალ ამბებს ავრცელებდა ქვეყნებში, რომლებსაც არ მოეპოვებათ თავისუფალი პრესა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG