Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
Amnesty „დამანგრეველ პრეცედენტად“ მიიჩნევს Greenpeace-სთვის 660 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრებას

Amnesty „დამანგრეველ პრეცედენტად“ მიიჩნევს Greenpeace-სთვის 660 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრებას


Amnesty International-ის ხელმძღვანელი აგნეს კალამარი
Amnesty International-ის ხელმძღვანელი აგნეს კალამარი

უფლებადამცავი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნების დამცველი ორგანიზაციის, Greenpeace-ის მიმართ, დაეკისროს 660 მილიონი დოლარის გადახდა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ, „გამანადგურებელი განაჩენია". იგი ამბობს, რომ ეს განაჩენი, "უკიდურესად დამანგრეველი პრეცედენტების რიგს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების, გაერთიანებებისა და მშვიდობიანი შეკრებების და საპროტესტო გამოსვლების მიმართ და საფრთხეს უქმნის თვით Greenpeace -ის მომავალს“.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარემოს დამცველები არიან პასუხისმგებელი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან ცილისწამებისა და ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართული იყო 2016 და 2017 წლებში Dakota Access-ის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ.

Amnesty-ს გენერალური მდივნის, ანიეს კალამარის თანახმად, განაჩენი სერიოზულ შედეგებს მოიტანს ამერიკის მკვიდრი მოსახლეობისა და გარემოს დამცველებისთვის, ეკოაქტივისტებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებისთვის დაუღალავად იბრძვიან.

„ეჭვი არ არის, - ამბობს კალამარი, - რომ ის შემაკავებელ ეფექტს გამოიწვევს მათთვის, ვინც აშშ-ის და მთელი მსოფლიოს გავლენიანი კორპორაციების მხრიდან დარღვევების მხილებას ცდილობს.“

კალამარი იშველიებს მკვლევრების დასკვნას, რომ აუცილებელია შეწყდეს წიაღისეულის მოპოვება, წიაღისეული საწვავის წარმოება და გამოყენება, „რათა თავიდან ავიცილოთ გლობალური დათბობის მძიმე შედეგები. დადგა დრო, მსოფლიო წინ აღუდგეს კორპორაციულ სიხარბეს, რომელიც ანადგურებს პლანეტას და ზიანს აყენებს ყველას“, - წერია Amnesty-ს პრესრელიზში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG