რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების „კანონიერი უფლება“, 10 სექტემბრამდე უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია ან „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი მდგომარეობა“.
ბრძანებულება გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების საიტზე 20 მარტს.
დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებმა ან მოქალაქეობის
არმქონე პირებმა, რომლებიც უკრაინის რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ან ხერსონის რეგიონებში - 10 ივნისამდე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებაზე, ინფექციურ დაავადებებსა და აივ-ინფექციებზე.
განკარგულება შეიცავს მინიშნებას პუტინის 2024 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებაზე „უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის რეგულირების დროებითი ღონისძიებების შესახებ“.
ფორუმი