Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ქალაქ იზიუმში მსხვერპლი მოჰყვა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას ქალაქ იზიუმში მსხვერპლი მოჰყვა


საილუსტრაციო ფოტო, 2024 წელი
საილუსტრაციო ფოტო, 2024 წელი

რუსეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრები აპარატებით თავდასხმას ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

მაშველების ინფორმაციით, სამი დარტყმა დაფიქსირდა ქალაქის საცხოვრებელ ნაწილში. დაშავებულთა შორის, ორი მოზარდია. ორ სახლში გაჩნდა ხანძარი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG