Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ

2025-2026 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო - რა უნდა ვიცოდეთ


პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

მომდევნო სასწავლო წლისთვის, რომელიც 2025 წლის სექტემბერში დაიწყება, პირველკლასელების რეგისტრაცია კვლავ ოთხ ეტაპად იქნება შესაძლებელი. სკოლაში შესვლას მხოლოდ ის ბავშვები შეძლებენ, რომლებიც 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული - ანუ წლის ბოლომდე ხდებიან ექვსის.

რა დოკუმენტებია საჭირო?

მშობელმა ან მეურვემ უნდა დაწეროს განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი. თან უნდა ერთოდეს განცხადების დამწერის პირადობის დამდასტურებლის ასლი და ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი.

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები (პირველი ეტაპი) - 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით

ამ პერიოდში რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. მშობელმა ან მეურვემ განაცხადი უნდა დატოვოს იმ საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვმა უნდა დაიწყოს სწავლა. მშობელს მოუწევს შეავსოს სპეციალური განაცხადი, რომლის საფუძველზეც ბავშვს მულტიფუნქციური ჯგუფი შეაფასებს და მის საჭიროებებს დაადგენენ. სპეციალური საჭიროებების დადასტურების შემთხვევაში გამოიცემა სპეციალური დოკუმენტი, რომლითაც ბავშვი სკოლაში ჩაირიცხება.

ვინ ითვლება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვად?

  • ბავშვს, რომელსაც აქვს:
  • ფიზიკური შეზღუდვა;
  • ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
  • სწავლის უნარის დარღვევა;
  • სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
  • მეტყველების განვითარების დარღვევა;
  • ქცევითი და ემოციური დარღვევა;
  • გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
  • სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
  • აუტიზმის სპექტრი.

პირველ ეტაპზე ბავშვების რეგისტრაციისთვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.

რომელთა ოჯახის წევრიც სწავლობს ან მუშაობს იმავე სკოლაში (მეორე ეტაპი) - 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით

ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;
  • მშობელიც იმავე სკოლაში მუშაობს;
  • ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის იმავე სკოლის პირველ კლასში.
  • აუცილებელია საჭირო დოკუმენტები მშობელმა ან მეურვემ შეიტანოს სკოლაში.

საყოველთაო რეგისტრაცია (მესამე ეტაპი) - 22 მაისს 17 ივნისის ჩათვლით

საყოველთაო რეგისტრაცია ონლაინ, ვებგვერდზე (registration.emis.ge) არის შესაძლებელი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ბავშვის (კანონიერმა) წარმომადგენელმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით.

დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაცია (მეოთხე, ბოლო ეტაპი) - 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით

ამ შემთხვევაში მშობელი ან მეურვე ბავშვს არეგისტრირებს იმ სკოლაში, სადაც წინა სამი რეგისტრაციის შემთხვევაში კლასები სრულად არ შეივსო. რეგისტრაცია ხდება უშუალოდ იმ სკოლაში, სადაც ბავშვმა უნდა დაიწყოს სწავლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG