Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პალესტინის დროშიანი აქტივისტი ბიგ-ბენზე აძვრა და 16 საათი გაჩერდა

პალესტინის დროშიანი აქტივისტი ბიგ-ბენზე აძვრა და 16 საათი გაჩერდა


აქტივისტი ბიგ-ბენზე
აქტივისტი ბიგ-ბენზე

ლონდონში პალესტინის დროშიანი აქტივისტი ვესტმინსტერის სასახლის საათის კოშკზე აძვრა, რომელიც ბიგ-ბენის სახელითაა ცნობილი.

აქტივისტი კოშკიდან 16 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა მეხანძრეებთან შეთანხმებით აქტივისტს ჩამოსვლა სთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა და ამბობდა, რომ მხოლოდ თავისი პირობებით ჩამოვიდოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უფრო მაღლა აძრომით იმუქრებოდა.

აქტივისტმა ინსტაგრამზე ვიდეოც ატვირთა, სადაც ამბობდა, რომ აპროტესტებდა "საპოლიციო რეპრესიას და სახელმწიფო ძალადობას".

ის ბიგ-ბენზე 8 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის შვიდ საათზე აძვრა, შუაღამისას კი ჩამოვიდა, რის შემდეგაც დააკავეს.

ინციდენტის გამო ვესტმინსტერის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო, პარლამენტის ტერიტორიაზე კი ყველა ექსკურსია გაუქმდა. ბიგ-ბენის წინ ადამიანების მცირე ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც სკანდირებდა სლოგანებს - "თავისუფლება პალესტინას" და "გმირი ხარ".

ფორუმი

XS
SM
MD
LG