Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის უკრაინაში ეჭვმიტანილად დაუსწრებლად ცნეს მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)

რუსეთის აგრესიის გამართლებისთვის უკრაინაში ეჭვმიტანილად დაუსწრებლად ცნეს მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე)


უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა (ლეფსვერიძე) 2023 წელს გამოაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.
უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა (ლეფსვერიძე) 2023 წელს გამოაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი მუხლით დაუსწრებლად ცნო ეჭვმიტანილად რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინის საზღვრების შეცვლისკენ მიმართული ქმედებების დაფინანსებას.

გამოძიების თანახმად, ლეპსმა, 2023 წლის ზაფხულში გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს, რუსეთის მედიის წინაშე საჯარო პირობა დადო, რომ „მილიონ რუსულ რუბლს გადაუხდიდა რაშისტებს უკრაინის არმიის თითოეული განადგურებული ტანკისთვის“. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 1 მილიონი რუბლი გადაუხადა რუს სამხედროს, რომელმაც უკრაინის არმიას გაუნადგურა ტანკი „ლეოპარდი“.

ასევე, გრიგორი ლეპსმა არაერთხელ გადასცა საოკუპაციო ადმინისტრაციას ჯავშანჟილეტები, საცვლების კომპლექტები და კვების პროდუქტები „ჰუმანიტარული დახმარების სახით“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლეპსს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, შვეიცარიამ და უკრაინამ. მანამდე დანაშაულებრივ სამყაროსთან რუსი მომღერლის საეჭვო კავშირების გამო გრიგორი ლეპსს თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს ლიეტუვამ და ლატვიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG