Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ გრძელდება

აშშ-ჩინეთს შორის „სავაჭრო ომი“ გრძელდება


ფოტო არქივიდან. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პეკინში მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. 2017 წლის 9 ნოემბერი
ფოტო არქივიდან. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პეკინში მასპინძლობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. 2017 წლის 9 ნოემბერი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10%-დან 20%-მდე გაზარდა ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებაში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა, მიზეზად დასახელებულია ის, რომ ჩინეთი არ მიმართავს ადეკვატურ ზომებს ნარკოტიკების (სინთეტიკური ოპიოიდების) უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

პასუხად ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 10-15%-იან გადასახადს უწესებს სოფლის მეურნეობის ამერიკულ პროდუქციას. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ დღეს, 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საექსპორტო კონტროლის, ანუ სანქცირებულთა ჩამონათვალს დაამატა 15 ამერიკული კომპანიაც და მათთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა აკრძალა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ორმხრივი შეთანხმების გარეშე საბაჟო ტარიფების გაზრდის გამო, აშშ-ს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი 2025 წლის თებერვალში დააწესა.

პასუხად, ჩინეთის მთავრობამ 10-15%-იანი გადასახადი დაუწესა აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობს, ნახშირს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ავტომანქანებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG